4.3 მილიონი მგზავრი, 290 კმ ერთ დატენვაზე – ნახე როგორ ცვლის ელექტრო საფრენი ხომალდი მობილობას

May 15, 2025

წინასწარი შეკვეთიდან სულ რაღაც ერთი წლის შემდეგ, მოწინავე საჰაერო მობილობის კომპანია UrbanLink-მა თითქმის გააორმაგა REGENT-ის ელექტრო საფრენი ხომალდის შეკვეთა — 27-ის ნაცვლად ახლა 47 ერთეულია შეკვეთილი. ეს გადაწყვეტილება მიზნად ისახავს ფლორიდასა და პუერტო რიკოს მიმართულებით ხშირი და ეკომეგობრული საჰაერო რეისების წამოწყებას.

UrbanLink-ის გეგმით, უკვე 2028 წლისთვის შესაძლებელი გახდება ნულოვანი ემისიის მქონე, 500-მილიანი ტრანსპორტი, ხოლო 2030 წლისთვის – 1000 მილიანი. ამ ნაბიჯით, კომპანია ცდილობს გახდეს აშშ-ის პირველი ავიაკომპანია, რომელიც ელექტრული ვერტიკალური აფრენა-დაშვების (eVTOL) აპარატებს ფლოტში ინტეგრირებს.

ახლად დაკვეთილი Viceroy სერიის ელექტრო საფრენი ხომალდები შეძლებენ 12 მგზავრის გადაყვანას 290 კმ-ს მანძილზე 290 კმ/სთ სიჩქარით. ამჟამად მიმდინარეობს ტესტირება, რათა მიიღონ აშშ-ის სანაპირო დაცვის სერტიფიკაცია. მიწოდება იგეგმება 2027 წლიდან.

UrbanLink-ის განცხადებით, მხოლოდ მაიამის ბაზა წლიურად 4.3 მილიონამდე მგზავრის მომსახურებას შეძლებს. კომპანიის მიზანია, რომ ფლორიდა გადაიქცეს გლობალურ ცენტრად ინოვაციური და სრულად ელექტრული მობილობის სფეროში.

აღნიშნული გაფართოებული შეკვეთა ხაზს უსვამს ელექტრო საფრენი ხომალდების ტექნოლოგიისადმი ნდობას და მზარდ საჭიროებას — შეიქმნას სწრაფი, ეკომეგობრული და სანაპირო რეგიონებზე მორგებული ტრანსპორტის ალტერნატივა.

© 2023-2025 - EV News - All rights reserved.

Crafted @

© 2023-2025 - EV News - All rights reserved.

Crafted @

© 2023-2025 - EV News - All rights reserved.

Crafted @