Volvo-ს ახალი “მეოთხე თაობის ჰიბრიდი” აშშ-ში შეიქმნება - რა ვიცით მის შესახებ

Sep 29, 2025

Volvo-მ დაადასტურა, რომ მისი მომდევნო დიდი SUV-ის წარმოება აშშ-ის ქარხანაში დაიწყება. ეს იქნება უკვე მეოთხე მოდელი ქარხანაში, სადაც დღეს იწარმოება Volvo EX90 და Polestar 3, ხოლო 2026 წლის ბოლოდან დაემატება კომპანიის ჰიტი - XC60.

„მეორე თაობის ჰიბრიდი“

Volvo-ს გენერალურმა დირექტორმა ჰოკან სამუელსონმა განაცხადა, რომ ახალი მოდელი იქნება ე.წ. მეორე თაობის ჰიბრიდი.

მისი თქმით: „მანქანა ელექტრომობილივით მოიქცევა სწრაფი აჩქარებით, მაგრამ ექნება ჩაშენებული გენერატორი, რომელიც ბატარეას ავსებს. ეს არის ელექტრომობილი სათადარიგო ძრავით.“

ეს ნიშნავს, რომ ახალი SUV EREV (Extended-Range EV) კატეგორიას მიეკუთვნება - შიდა წვის ძრავა ბორბლებს პირდაპირ არ ატრიალებს, არამედ ბატარეის დამუხტვას ემსახურება. ავტომობილის დამუხტვა შესაძლებელი იქნება როგორც სახლიდან, ისე საჯარო სწრაფი დამტენებიდან.

Volvo-ს კომერციულმა დირექტორმა ერიკ სევერინსონმა აღნიშნა, რომ „XC90-ის ზომის ავტომობილები ძალიან მნიშვნელოვანია ამერიკისთვის“, რაც მიუთითებს, რომ ახალი SUV შესაძლოა სწორედ XC90-ის შემცვლელი გახდეს.

ახალი მოდელი იქნება:

  • უფრო დიდი ზომის, ოჯახებისთვისა და ტვირთისთვის განკუთვნილი;

  • SUV ტიპის;

  • ფოკუსირებული აშშ-ის ბაზარზე, სადაც „ბევრი რეგიონი ჯერ მზად არ არის სრულად ელექტრო მანქანებისთვის“.

ამასთან, Volvo-ს ახალი სტრატეგიაა „Build Where We Sell“ - მანქანების წარმოება იქ, სადაც ისინი იყიდება, რათა ოპტიმიზირდეს მიწოდების ჯაჭვი და შემცირდეს ტარიფების რისკი.

© 2023-2025 - EV News - All rights reserved.

Crafted @

© 2023-2025 - EV News - All rights reserved.

Crafted @

© 2023-2025 - EV News - All rights reserved.

Crafted @