ჩინური EV „შეტევა“ გრძელდება - Tesla-ს კონკურენტი Xpeng კორეულ ბაზარზე შედის

Sep 29, 2025

ჩინური ელექტრომობილების მწარმოებლები აჩქარებენ კორეულ ბაზარზე შესვლას. Xpeng-მა, რომელსაც ხშირად ჩინეთის Tesla-ს ეძახიან, უკვე დააფუძნა ადგილობრივი შვილობილი კომპანია სეულში. 

კომპანია 2024 წლის ივნისში დაარსდა კორეაში და ახლა ემზადება სრული მასშტაბით გამოსასვლელად.

  • უახლოეს პერიოდში კომპანია დანიშნავს ადგილობრივი ოპერაციების ხელმძღვანელს;

  • პარალელურად იმუშავებს დილერულ ქსელის ჩამოყალიბებაზე.

Xpeng, რომელიც 2014 წელს დაარსდა გუანჯოუში, ცნობილია:

  • AI-ზე დაფუძნებული ავტონომიური მართვის სისტემით (Xpilot);

  • პროგრამულ უზრუნველყოფაზე ორიენტირებული ოპერაციული სისტემებით;

  • OTA (Over-the-Air) განახლებებით, ხმოვან ასისტენტითა და ციფრული გამოცდილებით.

Tesla-ს მსგავსად, Xpeng არ იყენებს LiDAR-სენსორებს და მთლიანად კამერებზე დაფუძნებულ ხედვით AI-ს ეყრდნობა.

ბოლო წლებში კომპანია EV-ების ფარგლებს გასცდა და ინვესტიციები ჩადო ავტონომიურ მოძრაობაში, საჰაერო მობილობაში და ჰუმანოიდ რობოტებშიც.

პირველი მოდელი - P7

კორეის ბაზარზე Xpeng-ის პირველი ავტომობილი იქნება P7, საშუალო ზომის ელექტრო სედანი და ბრენდის ფლაგმანი.

  • სავალი დიაპაზონი: 700 კმ-მდე (ჩინური სტანდარტით)

  • სიმძლავრე: 593 ცხ.ძ.

  • კონკურენტი: Tesla Model 3

ექსპერტების ვარაუდით, Xpeng კორეაში Tesla-ზე 20–30%-ით დაბალ ფასებს შემოგთავაზებს, რაც სახელმწიფო სუბსიდიებით კიდევ უფრო კონკურენტულს გახდის.

© 2023-2025 - EV News - All rights reserved.

Crafted @

© 2023-2025 - EV News - All rights reserved.

Crafted @

© 2023-2025 - EV News - All rights reserved.

Crafted @