
ეს არის პირველი სრულად ელექტრო "Lamborghini" - მაგრამ არა მანქანა, არამედ წყლის სკუტერი!
Sep 25, 2025
Lamborghini-ს მემკვიდრეობას სისწრაფისა და ექსკლუზიურობის მიმართ ახლა ახალი სახე ეძლევა - ბრენდის პირველი სრულად ელექტრო მოდელი არის არა ავტომობილი, არამედ პერსონალური წყლის სკუტერი. გაიცანით ახალი Seabob SE63, რომელიც იტალიურ სუპერქარ ბრენდთან თანამშრომლობით შეიქმნა.
Seabob SE63 აღჭურვილია ყველაზე ძლიერი რეაქტიული ძრავით, რაც კი ოდესმე ჰქონია Cayago-ს. ასევე დამატებულია კარბონის ბოჭკოვანი ძრავის ღერძი - პირდაპირი მინიშნება Lamborghini-ის მაღალი წარმადობის ისტორიაზე.
ახალი SE63 თავისი სახელწოდებითაც უკავშირდება ბრენდს - ის შთაგონებულია არა კონკრეტული სპორტული ავტომობილით, არამედ Tecnomar for Lamborghini 63 იახტით, რომელიც იტალიის Sea Group-ის ხომალდთმშენებელმა კომპანია შექმნა.
SE63 შექმნილია, როგორც ხელით ჩასაშვები, ყველაზე სწრაფი პერსონალური წყლის სკუტერი. მისი სისწრაფე ისეთი მაღალია, რომ მწარმოებლები აცხადებენ, მას შეუძლია ზვიგენებსა და დელფინებსაც კი გაუსწროს.

გამოცდილება აღწერილია, როგორც:
დაუყოვნებელი ადრენალინის მომენტი სტარტზე
მაქსიმალური ბიძგი და მანევრირება
უკონტროლო სისწრაფე და ემოციები
ტექნიკური მონაცემები
ძრავა: 6.3 kW (~8.5 ცხ.ძ.) ელექტროძრავა
ბატარეა: უფრო დიდი და ენერგოეფექტური, ვიდრე სხვა Seabob-ებზე
სვლის დრო: 60 წუთამდე წყალში
დატენვა: სრულად 1.5 საათში სტანდარტული დენის წყაროს საშუალებით
Seabob SE63 პირველად გამოჩნდა Cannes Yachting Festival-ზე. სერიული წარმოება კი 2026 წლის პირველ ნახევარში დაიწყება.