Hyundai IONIQ 6 N: მაღალი წარმადობის ელექტრომობილი, რომელიც სპორტსქარს და ყოველდღიურ გამოყენებას აერთიანებს

Nov 21, 2025

Hyundai-მ ლოს ანჯელესის AutoMobility LA-ზე ჩრდილოეთ ამერიკისთვის ოფიციალურად წარადგინა მაღალი წარმადობის ელექტრომობილი IONIQ 6 N. ეს არის N სუბბრენდის კიდევ ერთი ნაბიჯი ელექტრიფიკაციის მიმართულებით - მანქანა, რომელიც განკუთვნილია როგორც ტრეკისთვის, ისე ჩვეულებრივი გზისთვის.

მოდელი აშშ-ში შეზღუდული რაოდენობით 2026 წლიდან იქნება ხელმისაწვდომი.

სიმძლავრე და დინამიკა

IONIQ 6 N აგებულია Hyundai-ის ელექტრო პლატფორმაზე, მაგრამ მნიშვნელოვნად განახლებული აგრეგატებით:

  • ჯამური სიმძლავრე: 601 ცხ.ძ.,

  • N Grin Boost რეჟიმში: 641 ცხ.ძ. (მოკლე დროით დაჩქარებისთვის)

  • ბრუნვის მომენტი: 568 lb-ft

  • 0–60 mph: დაახლოებით 3.2 წამი (N Launch Control + N Grin Boost გამოყენებისას)

  • მაქსიმალური სიჩქარე: დაახლოებით 160 mph

ტრეკზე ორიენტირებული ფუნქციები

IONIQ 6 N აღჭურვილია მთელი რიგი N-სპეციფიკური სისტემებით, რომლებიც გათვლილია დახურულ ტრასაზე გამოყენებისთვის:

  • N Launch Control – მაქსიმალური დაძვრისთვის

  • N Grin Boost – მოკლე, მაქსიმალური აჩქარების ინტერვალები

  • N Drift Optimizer – დრეიფის კონტროლი (დაწყება, კუთხე, ბორბლების მოცურების დონე)

  • N Torque Distribution – წინა-უკანა ღერძებს შორის ბრუნვის გადანაწილება 11 დონეზე

  • N Track Manager – ვირტუალური „ghost car“ მონაცემებით, წრეების ანალიზით და მარშრუტის შექმნით

ბატარეის მიმართულებით გამოიყენება N Battery – თერმულად წინასწარ მომზადებადი სისტემა (drag, sprint ან endurance რეჟიმების მიხედვით), გაუმჯობესებული გაგრილებითა და რეჟიმების მიხედვით ჭკვიანი ენერგომოთავსებით.

IONIQ 6 N იყენებს:

  • 84 kWh მაღალი ძაბვის ბატარეას

  • 800-ვოლტიან არქიტექტურას, რომელიც 350 kW DC სწრაფ დამტენზე 10%-დან 80%-მდე დამუხტვას დაახლოებით 18 წუთში უზრუნველყოფს (იდეალურ პირობებში)

გარბენის მაჩვენებელი ჯერ არ არის გამოცხადებული, მაგრამ პლატფორმის შესაძლებლობიდან გამომდინარე მოსალოდნელია, რომ ყოველდღიური გამოყენებისთვის საკმარისი დიაპაზონი ექნება, განსაკუთრებით GT რეჟიმის გამოყენებისას, რომელიც ეფექტიანობას ამაღლებს.

Hyundai ხაზს უსვამს, რომ IONIQ 6 N არ არის მხოლოდ ტრეკისთვის შექმნილი ეგზოტიკა. მანქანა გათვლილია ყოველდღიურ მოხმარებაზეც:

  • საკიდარი და შასი მორგებულია ისე, რომ კომფორტიც შეინარჩუნოს და დინამიკაც

  • წვდომადია Hyundai SmartSense-ის ADAS პაკეტი – მათ შორის Forward Collision-Avoidance Assist, Blind Spot Collision-Avoidance Assist და Highway Driving Assist 2

ეს სისტემები ზრდის უსაფრთხოებას, ეხმარება მძღოლს გზაზე და ნაწილობრივ ნახევრადავტომატურ მართვასაც უზრუნველყოფს გარკვეულ სცენარებში.

ელექტრომობილებში ხშირად აკლიათ „ემოციური“ ფიდბექი, ამიტომ Hyundai N ცდილობს ეს კომპონენტიც შეავსოს: N Active Sound+ სპეციალური აუდიოსისტემაა, რომელიც სხვადასხვა ხმოვან პროფილს სთავაზობს მძღოლს („Ignition“, „Evolution“, „Lightspeed“ და სხვ.), ეხმიანება ბრუნვას, აჩქარებას და მართვის რეჟიმს.

დიზაინი და სალონი

ექსტერიერი:

  • Performance Blue Pearl ძირითადი ფერი

  • გაფართოებული თაღები

  • 20-დიუმიანი forged დისკები

  • ალტერნატიული ფერები: Serenity White Pearl, Nocturne Grey Matte, Onyx Black Pearl

ინტერიერი:

  • შავი სალონი Performance Blue აქცენტებით

  • სპორტული bucket-სავარძლები Alcantara-ს და H-Tex საფარით

  • N-სპეციფიკური საჭე N1/N2 ღილაკებით

  • ლითონის N-პედლები

  • მუხლის დამჭერი პადი და ფიზიკური მართვის ღილაკები, რათა ძირითადი ფუნქციები ეკრანზე „დამალული“ არ იყოს

© 2023-2025 - EV News - All rights reserved.

Crafted @

© 2023-2025 - EV News - All rights reserved.

Crafted @

© 2023-2025 - EV News - All rights reserved.

Crafted @