
ელექტრო vs. ბენზინი - რომელი აბინძურებს გარემოს? ციფრები ყველაფერს ამბობენ
Mar 4, 2025
ელექტრომობილების და შიდა წვის ძრავიანი მანქანების შედარება ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური თემაა. ბევრს სჯერა, რომ ელექტრომობილები გარემოს ნაკლებად აბინძურებს, თუმცა ზოგს მიაჩნია, რომ ეს ასე არ არის. სწორედ ამიტომ, Fully Charged Show-ს წამყვანი ჯეკ სკარლეტი დეტალურად განიხილავს ამ საკითხს და გვაძლევს რეალურ ციფრებს Polestar Four-ისა და Porsche Panamera-ს შედარებით:
“Polestar Four-ის წარმოება, მისი აწყობა და მასალები იწვევს 19.9 ტონა CO2-ის გამოყოფას. ეს არის ის დაბინძურება, რაც ამ მანქანამ გამოიწვია შექმნის პროცესში.
ახლა, რაც შეეხება დამუხტვას.
დიდი ბრიტანეთის ელექტროგრიდის ენერგომიქსის მიხედვით, თუ მხოლოდ საზოგადოებრივ დამტენებს გამოიყენებთ და ამ მანქანას დაახლოებით 322,000 კმ-ს გაატარებთ, გამოიყოფა 10 ტონა CO2. ეს იქნება საკმაოდ რთული, ამიტომ ვთქვათ მაქსიმუმ - 15 ტონა.
და ეს იმ შემთხვევაშიც კი, თუ არ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ ენერგოგრიდი მომავალში უფრო ეკოლოგიური გახდება.
20 + 15 = 35 ტონა CO2 - ეს არის Polestar Four-ის სრული სიცოცხლის ციკლის დაბინძურება.
ახლა შევადაროთ კონკურენტს:
Porsche Panamera – იგივე ტიპის, დიდი, სწრაფი, ოთხკარიანი, პრემიუმ კლასის მანქანა. თუ მასაც 322,000 კმ-ს გაატარებთ, მისი გამონაბოლქვი 74 ტონა CO2 იქნება მხოლოდ გამონაბოლქვის მილისგან. და ეს ციფრი არ მოიცავს იმ დაბინძურებას, რაც მანქანის წარმოებას მოჰყვა (რომელზეც უმეტესობა ბრენდები მონაცემებს არ გასცემენ, მაგრამ Polestar ამას აკეთებს).
ასევე არ მოიცავს იმ დაბინძურებას, რომელიც საწვავის მოპოვებას, გადაზიდვას, გადამუშავებასა და საბოლოოდ, ბენზინგასამართ სადგურამდე მიტანას სჭირდება.
ამიტომ, თუ ვინმე გეტყვით, რომ ელექტრომობილები ბენზინზე მომუშავე მანქანებზე უფრო ეკოლოგიურები არ არიან – უთხარით, რომ ცდებიან”, - აღნიშნავს ჯეკ სკარლეტი.
https://www.facebook.com/watch/?mibextid=wwXIfr&v=1680027472595583&rdid=Kw8SPI3ZEG0i2CuJ