
“ელექტრომობილები და ჰიბრიდები უკვე აქ არიან - და ისინი საუკეთესო არჩევანია თანამედროვე მოთხოვნებისთვის” - ინტევიუ სვეტლანა მონიავასთან
Apr 2, 2025
5 აპრილს საქართველოში პირველად გაიმართება ელექტრომობილების გამოფენა EV Exposition, სადაც წარმოდგენილი იქნება მომავლის ავტომობილები და ტექნოლოგია. გამოფენაში მონაწილეობას იღებს კომპანია SR Auto.
კომპანიის საქმიანობასა და გამოფენასთან დაკავშრებულ დეტალებზე SR Auto-ს მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელს, სვეტლანა მონიავას ვესაუბრეთ:
ახალი ძალა ქართულ ბაზარზე
მიუხედავად იმისა, რომ SR Auto ახლახანს გამოჩნდა საქართველოს ავტოინდუსტრიაში, კომპანიამ უკვე მოიპოვა მნიშვნელოვანი წარმატება.
ჩვენ წარმოადგენთ Changan-ისა და Lynk & Co-ს ბრენდებს, რომლებიც ინარჩუნებენ ლიდერის პოზიციებს ჩინეთის ბაზარზე და აქტიურად ყალიბდებიან მსოფლიო ავტოინდუსტრიის ახალ მოთამაშეებად.
SR Auto ამ ბრენდების ერთადერთი ოფიციალური დილერია საქართველოში. ჩვენ მომხმარებლებს ვთავაზობთ მაღალ ხარისხს, სანდოობასა და სრულფასოვან სერვისს.
ელექტრომობილები და ჰიბრიდული ტექნოლოგიები
Changan-ის პორტფოლიო მოიცავს როგორც პრემიუმ ელექტრომობილებს – Avatr, ასევე ჰიბრიდულ მოდელებს – Deepal, და ტრადიციული შიდა წვის ძრავის მქონე ავტომობილებს.
Lynk & Co გთავაზობთ უახლეს დატენვად ელექტროჰიბრიდულ ტექნოლოგიას (EMP სისტემით). ამჟამად ხელმისაწვდომია 06 და 09 მოდელები, უახლოეს მომავალში კი დაემატება Lynk 08 და ფლაგმანი – Lynk 900, რომელიც უნიკალური გამოცდილებით, ინოვაციებითა და პრემიუმ ხარისხით აუცილებლად მიიპყრობს ყურადღებას.
ინოვაცია და კომფორტი
Avatr 11 და Avatr 12 — ეს ავტომობილები SR Auto-ს ელექტრო ფლოტის ტექნოლოგიური ვარსკვლავებია.
Avatr 12-ს ავყავართ ტექნოლოგიების ახალ საფეხურზე: ტრადიციული სარკეების ნაცვლად აქ გამოყენებულია კამერები, რაც აუმჯობესებს ხედვას და ზრდის კომფორტს. ერთი დატენვით მანქანა გადის 700 კილომეტრამდე, რაც იდეალურია როგორც ქალაქის, ისე შორ მანძილზე მართვისთვის.
გარანტია და სერვისი
ჩვენს მომხმარებლებს ვთავაზობთ გაფართოებულ საგარანტიო პირობებს:
Lynk & Co ავტომობილებისთვის – 5 წელი ან 150,000 კმ
თბილისში ფუნქციონირებს ოფიციალური სერვის ცენტრი, რომელიც სრულად შეესაბამება მწარმოებლის სტანდარტებს.
რა იქნება წარმოდგენილი EV Exposition-ზე?
SR Auto გამოფენაზე წარადგენს შემდეგ მოდელებს:
Lynk & Co 06 და 09 – დატენვადი EMP სისტემის ელექტროჰიბრიდები
Avatr 12 – სრულად ელექტრო, ინოვაციური დიზაინით
ტესტ-დრაივი ხელმისაწვდომი იქნება Lynk & Co 06 და 09 მოდელებზე
რატომ არის მნიშვნელოვანი ასეთი გამოფენები?
ეს მხოლოდ პირველი ნაბიჯია საქართველოში ელექტრომობილების პოპულარიზაციის გზაზე.
მომხმარებელთა ნაწილი ჯერ კიდევ სკეპტიკურად უყურებს ჩინურ ბრენდებს, თუმცა ტესტ-დრაივის შემდეგ მათი დამოკიდებულება ხშირად რადიკალურად იცვლება. ფასი/ხარისხის იდეალური ბალანსით, ჩინური ბრენდები დღეს უკვე კონკურენციას უწევენ მსოფლიო ლიდერებს.
EV Exposition – ეს არის შესაძლებლობა ყველასთვის, რომ ნახოს, გამოსცადოს და თავად დარწმუნდეს: ელექტრომობილები და ჰიბრიდები უკვე აქ არიან — და ისინი მომავლის საუკეთესო არჩევანია უკვე დღეს.
R