
BYD-მა რეკორდული გაყიდვებით 2024 წლის მიზანს გადააჭარბა
Dec 3, 2024
BYD-მა დაამტკიცა ლიდერობა სწრაფად მზარდ გლობალურ ელექტრომობილების (EV) ბაზარზე და რეკორდული გაყიდვებით უკვე გადააჭარბა 2024 წლისთვის დასახულს მიზანს. ნოემბერში BYD-მა გაყიდა 506,804 ახალი ენერგიის მანქანა (NEV).
ძირითადი მაჩვენებლები:
198,065 ელექტრომობილი
305,938 ჰიბრიდული მანქანა
EV გაყიდვების 4%-იანი ზრდა ოქტომბერთან შედარებით
PHEV გაყიდვების 133%-იანი წლიური ზრდა
BYD-მა ოფიციალურად გადააჭარბა 2024 წლის გაყიდვების მიზანს – 3.6 მილიონი მანქანა – და ნოემბრის ჩათვლით უკვე გაყიდა 3,740,930 ავტომობილი. ეს წარმოადგენს 40%-იან წლიურ ზრდას 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.
წელს BYD-მა ასევე აღნიშნა ისტორიული მიღწევა, როდესაც გახდა პირველი ავტომწარმოებელი, რომელმაც გამოუშვა მე-10-მილიონე ახალი ენერგიის მანქანა (NEV).
Solar Auto ქართულ ბაზარზე 2022 წლიდან ოპერირებს და წარმოადგენს ჩინური გიგანტი ბრენდის – BYD-ის (Build Your Dreams) პირველ ავტორიზებულ იმპორტიორს საქართველოში.
კომპანია ქართველ მომხმარებლებს სთავაზობს BYD-ის ახალი ავტომობილების სრულ ასორტიმენტს, ორიგინალ ნაწილებს და საგარანტიო სერვისს.
სრული სამოდელო რიგის გასაცნობად ეწვიეთ ვებგვერდს: www.solarauto.ge