
BYD-ის ყველაზე იაფი ელექტრომობილი მალე ევროპაში გამოჩნდება - რას უნდა ველოდოთ?
Mar 26, 2025
BYD Seagull, კომპანიის ყველაზე ხელმისაწვდომი ელექტრომობილი წელს ევროპის ბაზარზე ახალი სახელით – BYD Dolphin Surf – გამოჩნდება. მოდელს დაემატება უსაფრთხოების გაუმჯობესებული სისტემა და სხვა ახალი ტექნოლოგიური ფუნქციები.
BYD-ის ვიცე-პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ახალი Dolphin Surf იქნება „საუკეთესო ღირებულების“ ელექტრომობილი ბაზარზე.
რა მახასიათებლებს უნდა ველოდოთ Dolphin Surf-ისგან?
ჩინური ვერსია – Seagull – ხელმისაწვდომია სამ სხვადასხვა კონფიგურაციაში:
Active - 305 კმ სავალი მანძილი
Free - 305 ჯმ სავალი მანძილი
Flying - 405 კმ სავალი მანძილი
ავტომობილი იყენებს BYD-ის ბატარეის ორ ვარიანტს: 30.08 kWh და 38.88 kWh, რაც უზრუნველყოფს შესაბამის სავალ მანძილს.
შიდა სივრცე დახვეწილია, თუმცა მარტივი – აღჭურვილია 10.1’’ მბრუნავი ცენტრის ეკრანით და 5’’ მძღოლის ეკრანით. ავტომობილი მუშაობს Android-ზე დაფუძნებულ DiLink სისტემაზე, რომელიც უზრუნველყოფს ნავიგაციას, ვიდეოს მხარდაჭერას და მულტიმედია ფუნქციებს.
დიზაინის შთაგონება Lamborghini-დან?
Seagull-ს ჩინეთში ხშირად "Mini Lamborghini"-საც ეძახიან – მისი დიზაინი შეიქმნა Lamborghini-ს ყოფილი დიზაინერის, ვოლფგანგ ეგერის ხელმძღვანელობით.
მოკლე სპეციფიკაცია ზომების მიხედვით:
სიგრძე: 3,780 მმ
სიგანე: 1,715 მმ
სიმაღლე: 1,540 მმ
საბაზისო სიგრძე: 2,500 მმ
შედარებისთვის, Volkswagen ID.3 ამაზე უფრო გრძელია – 4,264 მმ.
რას უნდა ველოდოთ?
სანამ Dolphin Surf ევროპაში ჩაეშვება, BYD გეგმავს საშუალო ზომის ელექტრო SUV-ის – Sealion 7-ის გაშვებას.
S&P Global Mobility-ის პროგნოზით, BYD-ის გაყიდვები 2025 წელს 83,000-დან 186,000-მდე გაორმაგდება, ხოლო 2029 წლისთვის 400,000-ს მიუახლოვდება.
Solar Auto ქართულ ბაზარზე 2022 წლიდან ოპერირებს და წარმოადგენს ჩინური გიგანტი ბრენდის – BYD-ის (Build Your Dreams) პირველ ავტორიზებულ იმპორტიორს საქართველოში.
კომპანია ქართველ მომხმარებლებს სთავაზობს BYD-ის ახალი ავტომობილების სრულ ასორტიმენტს, ორიგინალ ნაწილებს და საგარანტიო სერვისს.
სრული სამოდელო რიგის გასაცნობად ეწვიეთ ვებგვერდს: www.solarauto.ge