
ავტომობილი, რომელიც უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ Bentley - ნახე როგორ გამოიყურება Bentley-ის მომავალი EV
Jul 15, 2025
ბრიტანული პრემიუმ ბრენდი Bentley წარადგენს თავისი პირველ სრულიად ელექტრო მოდელის კონცეფტს, რომელიც შთაგონებულია ლეგენდარული 1930 წლის „Blue Train” Speed Six-ით. მოდელს სახელად EXP 15 ჰქვია და იგი აერთიანებს რეტრო სტილს და მომავალზე ორიენტირებულ ინოვაციებს.
წლების განმავლობაში Bentley-ის უნიკალურობას განსაზღვრავდა მისი მძლავრი ძრავი – განსაკუთრებით 6.75 ლიტრიანი V8, რომელიც მას როლს-როისის მოდელებისგან გამოარჩევდა. თუმცა, 21-ე საუკუნის დასაწყისში სიტუაცია შეიცვალა: Rolls-Royce იყიდა BMW-მ, ხოლო Bentley გადავიდა Volkswagen-ის ხელში. ამ ცვლილებამ Bentley რთული გამოწვევის წინ დააყენა – ეჩვენებინა, რომ მისი ავტომობილები კვლავ ფასეულია, მაშინაც კი, როცა ტექნიკურად საერთო პლატფორმას იყენებს Audi-სა და Porsche-სთან.
Bentley ამაზე პასუხს თავისი ისტორიისკენ მიბრუნებით ეძებს – კერძოდ, 1930 წლის "Blue Train" Speed Six-ის სიმბოლოსკენ.

მიუხედავად იმისა, რომ Bentley ჯერ არ ამხელს ტექნიკურ მახასიათებლებს (გარდა იმისა, რომ მოდელი სრულად ელექტროა), ინტერიერის კონცეფცია უკვე აშკარად მიანიშნებს ბრენდის ახალ ხედვაზე. სალონი შემუშავებულია ისე, რომ მგზავრებმა შეძლონ კომფორტულად დაჯდომა, წელიწადის ნებისმიერ დროს. მანქანაში ინტეგრირებულია სივრცე ხელბარგისთვის, ბარისთვის ან თუნდაც შინაური ცხოველებისთვის.


Bentley-ის დიზაინის მიმართულების ხელმძღვანელი ამბობს, რომ EXP 15 მხოლოდ დიზაინის ენის დემონსტრაცია არ არის – ის ბრენდის ბაზრის კვლევის ნაწილიცაა: „SUV-ების სეგმენტი ჯერ კიდევ იზრდება, GT ბაზარიც არსებობს, მაგრამ ყველაზე რთულია სედანის სეგმენტი – იცვლება მომხმარებლის გემოვნება. ზოგს კლასიკური სედანი უნდა, ზოგს – ერთიანი მინიმალისტური ფორმა, სხვას კი – უფრო მაღალტანიანი ვარიანტი“.


ჯერ კიდევ გაურკვეველია, როდის იხილავს ბაზარი სრულად ელექტრო Bentley-ს სერიულ ვერსიას. არ არის მითითებული არც სიჩქარე, არც მოქმედების რადიუსი. მაგრამ ერთი რამ ნათელია – როცა გამოვა, ის იქნება დიდი, თამამი და ძალიან სწრაფი.
