Tesla-ს Supercharger-ების სადგურებზე ვანდალიზმი და ქურდობა იზრდება - კომპანია ზომებს იღებს

Feb 19, 2025

Tesla-ს Supercharger-ების სადგურებზე ვანდალიზმი და ქურდობა იზრდება - ბოროტმოქმედები სატენ კაბელებს მასში არსებული ძვირფასი სპილენძის გამო იპარავენ.

სპილენძის ფასი აშშ-ში $4.70 ფუნტამდე აღწევს, რაც ქურდებისთვის Tesla-ს EV დამტენ კაბელებს მარტივ სამიზნედ აქცევს. 

კომპანია ამ პრობლემის გადასაჭრელად ახალი დაცვის მექანიზმებს ნერგავს:

🔹 უფრო გამძლე კაბელების გარსები – რათა მათი გაჭრა რთული იყოს
🔹 სპეციალური საღებავიანი კაბელები – გაჭრის შემთხვევაში საღებავი „ფეთქდება“
🔹 კაბელებზე გრავირებული წარწერა – Tesla გამოუტვიფრავს "Property of Tesla", რაც ქურდული სპილენძის გაყიდვას გაართულებს

ეს ზომები ვანდალიზმს სრულად ვერ შეაჩერებს, მაგრამ ქურდების იდენტიფიცირებას და მომავალ თავდასხმების პრევენციას ხელს შეუწყობს.

Tesla-ს უფრო ფართო გამოწვევები

Tesla-ს 2024 წელს გაყიდვების კლება ჰქონდა, ხოლო ილონ მასკის ბოლო დროინდელმა გადაწყვეტილებებმა საზოგადოებაში უკმაყოფილება გამოიწვია. ვანდალიზმი არ შემოიფარგლება მხოლოდ Supercharger-ებით – ასევე ზიანდება Tesla-ს სერვის ცენტრები და ზარალდებიან ავტომფლობელებიც.

Tesla Supercharger ქსელს უფრო მეტ ელექტრომობილზე ხსნის, ამიტომ ამ ინფრასტრუქტურის დაცვა კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ხდება. 

© 2023-2025 - EV News - All rights reserved.

Crafted @

© 2023-2025 - EV News - All rights reserved.

Crafted @

© 2023-2025 - EV News - All rights reserved.

Crafted @