
ელექტრო ტრაილერი Tesla Semi ისევ მოლოდინშია – სერიული წარმოება 2026 წლისთვის გადაიდო
May 1, 2025
Tesla-მ განაახლა ინფორმაცია Tesla Semi-ს ქარხნის შესახებ, რომელიც ნევადაში, Gigafactory-ის მეზობლად შენდება. კომპანიის თქმით, ქარხნის მშენებლობა უკვე დასრულდა და ახლა მიმდინარეობს საწარმოო ხაზების მონტაჟი. სერიულ წარმოებაზე კი კომპანია 2026 წლიდან გეგმავს გადასვლას.
ელექტრო ტრაილერის, Tesla Semi-ს წარმოება თავდაპირველად ჯერ კიდევ 2019 წლისთვის იყო დაგეგმილი, თუმცა მრავალი შეფერხების გამო ვადებმა არაერთხელ გადაიწია.
Tesla-ს განცხადებით, ქარხნის მშენებლობა დასრულებულია, და 2025 წლის ბოლომდე დაიწყება მცირე მასშტაბის წარმოება, ხოლო სრულმასშტაბიანი სერიული გამოშვება 2026 წლისთვის არის დაგეგმილი.
კომპანია კვლავაც გეგმავს წელიწადში 50,000 ერთეულის წარმოებას.
2022 წლის ბოლოს Tesla-მ დაიწყო “პროდუქციული ვერსიის” მიწოდება, თუმცა ფასების განახლება არც მაშინ მოხდა და ოფიციალურად დღემდე უცნობია, რამდენი ეღირება ახალი Semi რეალურად.
ინტერნეტში მომხმარებელთა აზრი მრავალფეროვანია, მაგრამ ბევრი მიიჩნევს, რომ Semi Tesla-ს კიდევ ერთი დაპირებაა, რომელიც "ყოველთვის ერთი წლით არის დაგვიანებული" – ისევე როგორც Roadster და Full Self-Driving სისტემა.