
Stellantis-ის ახალი EV ბატარეის ტექნოლოგია ბაზარზე კონკურენციას ამძაფრებს
Sep 26, 2025
Chrysler-ის მფლობელი Stellantis აცხადებს, რომ მისი ახალი Intelligent Battery Integrated System (IBIS) ტექნოლოგია მომავალ ელექტრომობილებს გახდის უფრო მსუბუქს, ეფექტურსა და სწრაფს. კომპანია ახლა უკვე იწყებს ამ „გარღვევად“ მიჩნეული სისტემის რეალურ გამოყენებას.
რა არის IBIS?
IBIS ტექნოლოგია შეიქმნა Stellantis-ისა და მისი პარტნიორების მიერ: Saft, Sherpa Engineering, Université Paris-Saclay და Institut Lafayette.
მისი მთავარი სიახლეა ის, რომ დამტენი და ინვერტორი ინტეგრირებულია პირდაპირ ბატარეის პაკეტში. შედეგად:
მცირდება კონსტრუქციის სირთულე
იზრდება სივრცის ეკონომია სალონში
მარტივდება ტექნიკური მომსახურება
გარდა ამისა, ბატარეის „მეორე სიცოცხლეში“ (მაგ. ენერგიის შესანახ სისტემებში) IBIS ამცირებს ძვირადღირებული ხელახალი დამუშავების საჭიროებას.
„სიმარტივე - ესაა ინოვაცია“
„ამ პროექტი ნათლად აჩვენებს ჩვენს რწმენას, რომ სიმარტივე არის ინოვაცია,“ - ამბობს ნედ კურიჩი, Stellantis-ის მთავარი ტექნოლოგი. მისი თქმით, ელექტრო ტრანსმისიის არქიტექტურის გამარტივება ბატარეას ხდის მსუბუქს, ეფექტურსა და უფრო იაფს.
IBIS-ის უპირატესობები
ენერგოეფექტურობის ზრდა 10%-ით WLTC ციკლში;
სიმძლავრის მომატება 15%-ით (150-დან 172 kW-მდე) იგივე ბატარეის ზომით;
მანქანის წონის შემცირება 40 კგ-ით და 17 ლიტრის გათავისუფლება ინტერიერში;
დატენვის დრო 15%-ით მცირდება (7 საათიდან 6 საათამდე 7 kW AC დამტენზე);
ბატარეების მეორე სიცოცხლეში გამოყენების გამარტივება.
ელექტრომობილებს ხშირ შემთხვევაში უწევთ ენერგიის გარდაქმნა AC-დან DC-ში და პირიქით (რეგენერაციული დამუხტვისას ან ქსელიდან დატენვისას). IBIS-ის ინტეგრირებული სისტემა ამ პროცესს გამორიცხავს, რის შედეგადაც იზრდება ეფექტურობა და მცირდება წონა.
IBIS პირველად დამონტაჟდა ახალი Peugeot E-3008-ის პროტოტიპში (STLA Medium პლატფორმაზე).
პროექტზე მუშაობა დაიწყო 2022 წელს, ხოლო ახლა უკვე არსებობს სრულად ფუნქციონალური ელექტრომობილი IBIS სისტემით, რომელიც გზის ტესტირებისთვის მზადაა.