სამხრეთ კორეა 2026-ში ელექტრომობილების სუბსიდიებს 20%-ით ზრდის

Nov 15, 2025

სამხრეთ კორეამ გააცხადა, რომ 2026 წელს ელექტრომობილების (EV) სუბსიდიებს 20%-ით გაზრდის, რათა ადგილობრივ საავტომობილო ინდუსტრიას დაეხმაროს ამერიკის ახალი ტარიფების ფონზე.

მთავრობის განცახდებით, 2026 წლისთვის სუბსიდიების ბიუჯეტი 936 მილიარდ ვონამდე გაიზრდება - მიმდინარე წლის 780 მილიარდი ვონიდან. მიზანია შიდა მოთხოვნის სტიმულირება და მწარმოებლების მხარდაჭერა.

გეგმაში შედის:

  • ავტონაწილების მწარმოებლების დაფინანსების გაზრდა - 2025 წელს გამოყოფილ 15 ტრილიონ ვონზე მეტის მობილიზებით.

  • საზღვარგარეთ მოქმედი კორეული ავტონაწილების კომპანიებისთვის (აშშ, მექსიკა) გრძელვადიანი, დაბალპროცენტიანი სესხების გარანტიების გაძლიერება.

  • უსაფრთხოების ფედერალურ სტანდარტებთან შესაბამისი 50,000 ერთეულის ლიმიტის მოხსნა აშშ-ში წარმოებულ vozilebze - რაც მათ კორეის ბაზარზე დამატებითი მოდიფიკაციების გარეშე დაშვებას უზრუნველყოფს.

სამხრეთ კორეის ავტოინდუსტრიამ 2024 წელს 70.8 მილიარდი დოლარის ექსპორტი განახორციელა, რაც ქვეყნის საერთო ექსპორტის 10%-ზე მეტია.

Hyundai და Kia რომლებიც ერთად მსოფლიოში მესამე უმსხვილესი ავტომწარმოებელი ჯგუფია, აშშ-ში ექსპორტზე 25%-იან ტარიფს აწყდებიან, სადაც მათი შემოსავლის დაახლოებით 40% გენერირდება.

ტარიფების შემცირების ახალი შეთანხმება

სეული და ვაშინგტონი შეთანხმდნენ, რომ:

  • ამერიკაში კორეული ავტომობილების ტარიფი 15%-მდე შემცირდება,

  • ეს ცვლილება უკუძალით იმოქმედებს - მას შემდეგ, რაც შეთანხმება საბოლოოდ დამტკიცდება და $350 მილიარდიანი საინვესტიციო პაკეტის შესახებ კანონპროექტი პარლამენტში შევა.

შეთანხმება მიღწეულია კორეის პრეზიდენტ ლი ჯე მიონგსა და აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შორის გასულ თვეს გამართული სამიტის შემდეგ. ახლა ინდუსტრია ელოდება, როდის განხორციელდება იგი ოფიციალურად.

© 2023-2025 - EV News - All rights reserved.

Crafted @

© 2023-2025 - EV News - All rights reserved.

Crafted @

© 2023-2025 - EV News - All rights reserved.

Crafted @