
Sep 17, 2024
სამხრეთ კორეის მთავრობამ განაცხადა, რომ აპირებს ელექტრომობილების (EV) ბატარეების სერტიფიკაციის პროგრამის დაჩქარებას.
ამის მიზეზი გასულ თვეში მომხდარი დიდი ხანძარია, რომელიც ინჩონის საცხოვრებელი კომპლექსში გაჩნდა. გაჩერებულ Mercedes-Benz EQE-ში, რომელსაც ჩინური Farasis Energy-ის მიერ წარმოებული ბატარეები ჰქონდა, მოხდა აალება. ხანძრის ჩაქრობას რვა საათი დასჭირდა და დაზიანდა დაახლოებით 140 ავტომობილი.
იმავე თვეს მოხდა სხვა ინციდენტიც, როცა Kia EV6-ს ცეცხლი გაუჩნდა, რომელსაც სამხრეთ კორეის SK On Company-ის მიერ მოწოდებული ბატარეები ჰქონდა.
Სწორედ ამ მიზეზების გამო, სამხრეთ კორეის მთავრობამ განაცხადა, რომ BEV ბატარეების სერტიფიკაციის პროგრამას ოქტომბრამდე დაასრულებს. Პროგრამა უზრუნველყოფს, რომ ყველა ბატარეით მომუშავე ელექტრომობილი აკმაყოფილებდეს მინიმალურ უსაფრთხოების მოთხოვნებს.
რედაქტორის კომენტარი: იხილეთ სტატია, თუ რა განსხვავებაა BYD-ის ბატარეებსა და ბაზარზე არსებულ სხვა ბატარეებს შორის.