
Sony და Honda გახდნენ პირველი იაპონური მწარმოებლები, რომლებიც გადადიან Tesla-ს დამტენების სტანდარტზე
Oct 8, 2024
Sony Honda Mobility (SHM), რომელიც ორი იაპონური გიგანტის მიერ 2022 წელს შექმნილი ერთობლივი საწარმოა, აცხადებს, რომ Afeela-ს ბრენდის ელექტრომობილებისთვის მიიღებს Tesla-ს ჩრდილოამერიკულ დამტენის სტანდარტს (NACS). Afeela-ს მოდელების გაყიდვა 2025 წელს დაიწყება.
მიუხედავად იმისა, რომ Afeela-ს პროტოტიპი უკვე გამოჩნდა ამერიკის სხვადასხვა სავაჭრო ცენტრებში, ჯერ კიდევ არ არის ბევრი ყურადღება გამახვილებული ამ ახალ ელექტრომობილზე, რომლის გაყიდვებიც 2025 წელსაა მოსალოდნელი, ხოლო მიწოდებები დაგეგმილია აშშ-სა და იაპონიაში 2026 წელს.
SHM-ი აცხადებს, რომ Tesla-სთან შეთანხმება უკვე გაფორმებულია. SHM-ს გახდება პირველი იაპონური ავტომწარმოებელი, რომელიც NACS-ს მიიღებს იაპონიაში გაყიდული ავტომობილებისთვის.
NACS-ის მიღებით, Afeela-ს ელექტრომობილებს ექნებათ წვდომა Tesla-ს V3 და V4 სუპერდამტენებზე.
„ჩვენ პრიორიტეტს მომხმარებლის კომფორტს ვანიჭებთ, ამიტომ გადავწყვიტეთ NACS-ის მიღება. გულწრფელად ვუხდით მადლობას Tesla-ს NACS-ის მიღების შესაძლებლობისთვის“, - განაცხადა Sony Honda Mobility-ს გენერალურმა დირექტორმა.