
Ford-ის ახალი EV მომხმარებლები უფასო დამტენს მიიღებენ
Oct 7, 2024
Ford-ი ელექტრომობილების (EV) ახალ მომხმარებლებს სპეციალურ შეთავაზებას უკეთებს. 2024 წლის 1 ოქტომბრიდან 2025 წლის 2 იანვრამდე, ვინც შეიძენს ან იჯარით აიღებს ახალ F-150 Lightning-ს, Mustang Mach-E-ს ან E-Transit-ის სატვირთო ვენს, მიიღებს უფასო Ford Charge Station Pro-ს და მის სახლზე ინსტალაციას. აქცია, რომელიც "Ford Power Promise"-ის ფარგლებში ხორციელდება, მიზნად ისახავს EV-ის ფლობის პროცესის გამარტივებას.
უფასო დამტენის გარდა, Ford-ის Power Promise პროგრამა მოიცავს 24/7 მომხმარებლის მხარდაჭერას. EV-ის მფლობელები ნებისმიერ დროს შეძლებენ დაუკავშირდნენ ცოცხალ მრჩეველს თავიანთი ავტომობილის მხარდაჭერისთვის.
Ford-ი აღნიშნული შეთავაზებით ცდილობს, მეტი ადამიანი დააინტერესოს EV-ის ფლობაზე.