
MINI-მ პარიზის ავტოშოუზე EV-ების ახალი ხაზი წარადგინა
Oct 10, 2024
MINI-მ პარიზის 2024 წლის Mondial de l’Automobile-ზე სრულად ელექტრომობილების ახალი ხაზი წარადგინა.
ღონისძიებაზე MINI-მ ელექტრომობილების მთელი სერია წარადგინა, რომელიც აერთიანებს ბრენდისთვის დამახასიათებელ დიზაინს, თანამედროვე ტექნოლოგიებს და მდგრადი განვითარების პრინციპებს. ახალ მოდელების შორისაა MINI Cooper-ისა და MINI Countryman-ის ელექტრო ვერსიები, რომლებიც აღჭურვილია მაღალი წარმადობის ბატარეის სისტემებით.
MINI-ს ელექტრომობილების ხაზი ასევე გვთავაზობს ინოვაციურ ფუნქციებს, როგორიცაა სწრაფი დამუხტვის შესაძლებლობა, რომელიც ავტომობილს 30 წუთში 80%-მდე დამუხტავს, და გაუმჯობესებული ავტომატური მართვის ფუნქციები.
ახალი მოდელები გამოხატავს MINI-ს ხედვას, სადაც ლეგენდარული სტილი და გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობა ერთმანეთს ერწყმის, რადგან კომპანია ტრადიციულ შიდაწვის ძრავებს ელექტრო მობილობით ანაცვლებს.
MINI-ს ელექტრომობილების ხაზი განკუთვნილია ქალაქში მაცხოვრებელი მოსახლეობისთვის, რომლებსაც სურთ ეკოლოგიურად სუფთა ავტომობილზე გადასვლა.