„მარტივი“ - ინოვაციური ქართული კომპანია, რომელიც საქართველოში ელექტრომობილების დამტენი ინფრასტრუქტურის მომავალს ქმნის

Nov 5, 2025

„მარტივი“ არის ინოვაციური ქართული კომპანია, რომელიც ქმნის ელექტრომობილების დამტენების ინფრასტრუქტურის მომავალს საქართველოში. მისი მთავარი მისიაა - საქართველოს სატრანსპორტო სისტემის გადაყვანა მდგრად და ეკოლოგიურად უსაფრთხო მოდელზე.  

2025 წლის ოქტომბრის მდგომარეობით, თბილისში უკვე ფუნქციონირებს 100 ზე მეტი ნელი, სწრაფი და სუპერ სწრაფი „მარტივის“ დამტენი სადგური. ეს არის უპრეცედენტო მაჩვენებელი ქართული რეალობისთვის და ნათლად აჩვენებს, რომ დედაქალაქი სწრაფად უახლოვდება ევროპული ქალაქების სტანდარტებს. 

„მარტივი“ საქართველოში ოპერირებს 22 კილოვატიანი AC და 30-დან 120 კილოვატამდე DC სიმძლავრის დამტენებით. თითოეული სადგური აღჭურვილია რამდენიმე პორტის სტანდარტით (CCS2, GBT, CHAdeMO, Type 2), რაც უზრუნველყოფს ყველა ელექტრომობილის შეუფერხებელ დატენვას. 

ინფრასტრუქტურასთან ერთად „მარტივი“ მომხმარებლებს სთავაზობს მობილურ აპლიკაციას, რომელიც EV მძღოლების ყოველდღიურ მეგზურად იქცა. აპლიკაციის საშუალებით შესაძლებელია სადგურის მოძებნა რუკაზე, დამტენის წინასწარ დაჯავშნა, დატენვის დროის კონტროლი, უსაფრთხო გადახდის განხორციელება და მხარდაჭერის ცენტრთან კომუნიკაცია.

კომპანია არ შემოიფარგლება მხოლოდ ინფრასტრუქტურის განვითარებით. მისი გრძელვადიანი მიზანია EV ეკოსისტემის შექმნა, რომელიც მხარს უჭერს,როგორც ეკო-ტურიზმს, ისე ბიზნესის უფრო მწვანე ტრანსპორტზე გადასვლას. „მარტივისთვის“ ყოველი ახალი სადგური არის ნაბიჯი სუფთა და ინოვაციური საქართველოსკენ.

კომპანიის გეგმით, რამდენიმე თვეში სადგურების რაოდენობა 200-ს გადააჭარბებს, რაც მთლიანად შეცვლის EV მძღოლების გამოცდილებას და ქალაქის ეკოლოგიურ სურათს. ეს არამარტო ინფრასტრუქტურის გაფართოება, არამედ ქვეყნის მომავლის შეცვლის რეალური შესაძლებლობაა.

R

© 2023-2025 - EV News - All rights reserved.

Crafted @

© 2023-2025 - EV News - All rights reserved.

Crafted @

© 2023-2025 - EV News - All rights reserved.

Crafted @