Kia-მ სექტემბერში EV-ების გაყიდვების რეკორდი მოხსნა

Oct 10, 2024

Kia კვლავ იმყარებს პოზიციებს ელექტრომობილების (EV) ბაზარზე. კომპანიამ 2024 წლის სექტემბერში გაყიდვების 43%-იანი ზრდა დააფიქსირა. 

ბრენდის ფლაგმანური მოდელები, EV9 და EV6, ბაზარზე ლიდერებად იქცნენ ინოვაციური დიზაინისა და თანამედროვე ტექნოლოგიების წყალობით.

ელექტრომობილების გაყიდვებთან ერთად, Kia-ს პლაგ-ინ ჰიბრიდული მოდელების გაყიდვები 11%-ით გაიზარდა. აღნიშნული ზრდა Kia-ს ელექტრომობილების სექტორში ლიდერობას ადასტურებს, რადგან უფრო და უფრო მეტი მომხმარებელი ანიჭებს უპირატესობას ელექტრო სატრანსპორტო საშუალებებს.

ელექტრო და ჰიბრიდული ავტომობილების მზარდი მოთხოვნით, Kia წინსვლას განაგრძობს მომავალი თვეების განმავლობაში.

© 2023-2025 - EV News - All rights reserved.

Crafted @

© 2023-2025 - EV News - All rights reserved.

Crafted @

© 2023-2025 - EV News - All rights reserved.

Crafted @