
Huawei და Chery 1.4 მილიარდი დოლარის ახალ ინვესტიციას განახორციელებენ
Aug 7, 2025
ჩინურმა ტექნოლოგიურმა გიგანტმა Huawei-მ და ავტო მწარმოებელმა Chery-მ, რომლებმაც შექმნეს ერთობლივი ელექტრომობილების ბრენდი, განაცხადეს, რომ მზად არიან ინვესტირება განახორციელონ 10 მილიარდ იუანზე (დაახლოებით 1.39 მილიარდ დოლარზე) მეტი თანხით, რათა გააძლიერონ თავიანთი პოზიციები ტექნოლოგიური ლიდერობის კუთხით.
ინვესტიცია უკავშირდება კომპანიის კვლევისა და განვითარების (R&D) მიმართულების გაფართოებას - პარტნიორები გეგმავენ, რომ გუნდი გაიზარდოს და 5,000 სპეციალისტს მიაღწიოს. ამჟამად კონკრეტული ვადები არ გაუვრცელებიათ, თუმცა გადაწყვეტილება უკვე საჯაროდ დაადასტურეს Huawei-ს WeChat-ის ოფიციალური პოსტით.
Huawei და Chery-ის ერთობლივი პროექტის ერთ-ერთი გამორჩეული პროდუქტი გახდა Luxeed S7, ელექტრო სედანი, რომელიც წარმოდგენილი იყო 2024 წლის პეკინის საერთაშორისო ავტოშოუზე (Auto China 2024). მოდელი აშკარად ასახავს ორი კომპანიის კოოპერაციის შედეგს: Chery უზრუნველყოფს წარმოებას, ხოლო Huawei ტექნოლოგიურ ეკოსისტემასა და ელექტრონულ არქიტექტურაზე აგებს პასუხს.
Luxeed ბრენდი, რომელსაც ბევრი აღიქვამს, როგორც Tesla-ს კონკურენტს ჩინეთის ბაზარზე, მიზნად ისახავს მაღალი კლასის მომხმარებლის მიზანში ამოღებას, მათ შორის ავტომობილების მოყვარულთათვის, რომლებიც ტექნოლოგიურ სიახლეებს აფასებენ.
ეს ინვესტიცია მოწმობს, რომ Huawei, მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალურად არ აწარმოებს მანქანებს, კვლავ აფართოებს პოზიციებს საავტომობილო ინდუსტრიაში - სწორედ როგორც მაღალი ტექნოლოგიების მიმწოდებელი. კომპანიის მიზანია, გახდეს წამყვანი მოთამაშე ჭკვიანი მანქანების დარგში, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც ელექტრომობილების ბაზარი სწრაფად ვითარდება, ხოლო კონკურენცია სულ უფრო იზრდება.
ეს ნაბიჯი კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ გეზს, რომელიც Huawei-მ აირჩია - გახდეს ერთ-ერთი ლიდერი ჭკვიანი ელექტრომობილების ეპოქაში, ტექნოლოგიური პლატფორმების მიწოდებით და მოწინავე R&D ინვესტიციებით.