ელექტრომობილების გლობალურმა ბაზარმა ნოემბერში რეკორდულ ზრდას მიაღწია

ელექტრომობილების გლობალურმა ბაზარმა ნოემბერში რეკორდულ ზრდას მიაღწია

ელექტრომობილების გლობალურმა ბაზარმა ნოემბერში რეკორდულ ზრდას მიაღწია

Dec 16, 2024

ნოემბერი 2024 წელი კიდევ ერთხელ გახდა გლობალური ელექტრომობილების (EV) ბაზრის რეკორდული ზრდის თვე. Rho Motion-ის მონაცემებით, სრულად ელექტრო (BEV) და პლაგ-ინ ჰიბრიდული (PHEV) ავტომობილების გლობალური გაყიდვები 32%-ით გაიზარდა წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით. ნოემბერში გაიყიდა 1.83 მილიონი ერთეული, რაც ოქტომბრის რეკორდულ მაჩვენებელს 100,000 ავტომობილით აღემატება. 

ჩინეთი კიდევ უფრო მყარად აგრძელებს ლიდერობას ელექტრომობილების ბაზარზე, ნოემბრის გაყიდვების თითქმის 70%-ზე მეტი ჩინეთზე მოდის. ჩინეთში გაყიდვები 50%-ით გაიზარდა წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით და 1.27 მილიონი ავტომობილი შეადგინა. ზრდა ძირითადად სრულად ელექტრო (BEV) მოდელების გაყიდვებმა განაპირობა, რომელშიც მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ისეთი კომპანიები, როგორიცაა Geely, Tesla და Changan.

ჩრდილოეთ ამერიკაში გაყიდვები 16.8%-ით გაიზარდა და ნოემბერში 170,000 ერთეულს მიაღწია. ანალიტიკოსების პროგნოზით, რეგიონი წლის ბოლომდე ზრდის სტაბილურ დინამიკას შეინარჩუნებს, რაც მნიშვნელოვანწილად დაკავშირებულია ელექტრომობილებზე საგადასახადო შეღავათების პოლიტიკასთან.

მიუხედავად გლობალური ზრდისა, ევროპაში (EU, EFTA და დიდი ბრიტანეთი) ელექტრომობილების რეგისტრაციამ წლის განმავლობაში 3%-ით იკლო, ხოლო ნოემბერში გაყიდული იყო 280,000 ერთეული. 

წლის საერთო შედეგები

2024 წელს გლობალურ ბაზარზე 15.2 მილიონი ერთეული ელექტრომობილი გაიყიდა, რაც 25%-ით მეტია 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. რეგიონალური მაჩვენებლები ასე გამოიყურება:

  • ჩინეთი: 9.7 მილიონი ერთეული (+40%)

  • ევროპა (EU, EFTA და დიდი ბრიტანეთი): 2.7 მილიონი ერთეული (-3%)

  • აშშ და კანადა: 1.6 მილიონი ერთეული (+10%)

  • დანარჩენი მსოფლიო: 1.1 მილიონი ერთეული (+25%)

© 2023-2025 - EV News - All rights reserved.

Crafted @

© 2023-2025 - EV News - All rights reserved.

Crafted @

© 2023-2025 - EV News - All rights reserved.

Crafted @