General Motors-მა ბატარეების წარმოებით Tesla-ს გადაასწრო

Apr 17, 2025

აშშ-ის ყველაზე დიდი ავტომწარმოებელი General Motors ახლა ბატარეების ერთ-ერთი ყველაზე დიდი მწარმოებელიც გახდა. კომპანიამ უკვე დაიწყო Tesla-ზე მეტი ბატარეის უჯრედის გამოშვება, მიუხედავად იმისა, რომ ქარხნები ჯერ კიდევ სრულ დატვირთვით არ მუშაობს.

GM-ის ბატარეების ქარხნები მუშაობს 24 საათი, კვირაში 7 დღე და ყოველ საათში 5,000 ბატარეის უჯრედს ამზადებს. ეს ბატარეები გამოიყენება ისეთ მოდელებში, როგორებიცაა Chevy Equinox EV და Cadillac Lyriq.

GM-ის მიზანია, რომ ბატარეის ფასიც შეამციროს და Tesla-ს გადაასწროს. თუ ეს გამოუვათ, ბატარეები მნიშვნელოვნად გაიაფდება და ჩინურ ფასებსაც კი მიუახლოვდება, სადაც ამ ეტაპზე მსოფლიოში ყველაზე იაფი ბატარეებია.

GM ახლა ახალ, პრიზმულ ბატარეებზე გადადის — ისინი უფრო კომპაქტურია და უკეთესად ეტევა მანქანაში. ამისთვის კომპანია Samsung SDI-სთან ერთად აშენებს ახალ ქარხანას ინდიანაში, თუმცა მისი გახსნა გადაიდო 2027 წლამდე.

მიუხედავად იმისა, რომ სირთულეები ჯერ კიდევ არსებობს (მაგალითად, EV-ის ბატარეები ჯერ კიდევ ძვირი ჯდება), GM გეგმავს მთლიანად გადაერთოს ელექტრომობილებზე და ამ მიმართულებაში მილიარდობით დოლარს აბანდებს.

© 2023-2025 - EV News - All rights reserved.

Crafted @

© 2023-2025 - EV News - All rights reserved.

Crafted @

© 2023-2025 - EV News - All rights reserved.

Crafted @