
10%-დან 97%-მდე სულ რაღაც 9 წუთში! BYD-მა ფიზიკის კანონები დაარღვია?
Mar 15, 2026
სტატია მომზადებულია სოლარ ავტოსთან კოლაბორაციით
ჩინურმა ახალი ენერგიის ავტომობილების (NEV) მწარმოებელმა ლიდერმა, BYD-მა, მეორე თაობის ლეგენდარული Blade ბატარეა (ელემენტი) ოფიციალურად წარადგინა. ახალი ტექნოლოგია მომხმარებელს წარმოუდგენელ სისწრაფეს სთავაზობს - ის 10%-დან 70%-მდე სულ რაღაც 5 წუთში იტენება, ხოლო 10%-დან 97%-მდე ასასვლელად მხოლოდ 9 წუთი სჭირდება.
BYD-მა ამ ექსტრემალურ სისწრაფეს "Flash Charging" (ელვისებური დატენვა) უწოდა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ მხოლოდ 9-წუთიანი სრული დატენვა იმსახურებს ამ სტატუსს.
რატომ 97% და არა 100%?
პრეზენტაციაზე BYD-ის თავმჯდომარემ, ვანგ ჩუანფუმ განმარტა, რომ დატენვის 97%-ზე გაჩერება გამიზნული ენერგოდამზოგავი ნაბიჯია. დარჩენილი 3% რეზერვში ინახება რეგენერაციული მუხრუჭებისთვის (როდესაც დამუხრუჭებისას მანქანა ენერგიას იბრუნებს), რაც საბოლოო ჯამში ავტომობილის საერთო ენერგომოხმარებას ამცირებს.
სიცივე მისთვის პრობლემა აღარ არის!
ელექტრომობილების ერთ-ერთი მთავარი მინუსი - ზამთარში დატენვის შენელება - უკვე წარსულს ბარდება:
მინუს 30 გრადუს ცელსიუსზე (-30°C) 24-საათიანი გაყინვის შემდეგაც კი, ახალ ბატარეას 20%-დან 97%-მდე დასატენად მხოლოდ 12 წუთი დასჭირდა.
ეს ნიშნავს, რომ ექსტრემალურ ყინვაში დატენვის დრო ოთახის ტემპერატურასთან შედარებით მხოლოდ 3 წუთით იზრდება.
გაუმჯობესებული მანძილი და უსაფრთხოება
ელვისებური დატენვის გარდა, ახალი თაობის Blade ბატარეას სხვა შთამბეჭდავი მახასიათებლები აქვს:
მეტი მანძილი: ენერგიის სიმკვრივე 5%-ზე მეტით გაიზარდა. მაგალითად, Yangwang U7 მოდელი (150 კვტ/სთ მოცულობის ბატარეით) ერთი დატენვით 1,006 კილომეტრს გაივლის, ხოლო სრულად ელექტრო Denza Z9GT-ის სვლის მარაგი 1,036 კილომეტრს აღწევს.
თავსებადობა: ახალი ელემენტით აღჭურვილი მანქანები მარტივად გამოიყენებენ ჩინეთში უკვე არსებულ 4.8 მილიონ საჯარო დამტენს და სხვა მოდელებთან შედარებით 30-50%-ით უფრო სწრაფად დაიტენებიან.
აბსოლუტური უსაფრთხოება: ბატარეამ უმკაცრესი ტესტები გაიარა. 500 სწრაფი დატენვის ციკლის შემდეგ, ლურსმნით გახვრეტის ტესტის დროსაც კი მან არც კვამლი გამოუშვა და არც აალებულა. მან ასევე გაუძლო ჩინეთის ეროვნულ სტანდარტებზე 10-ჯერ ძლიერ დარტყმას ძირის არეში.
ბოლო თვეებში გაყიდვების კლების ფონზე, BYD სწორედ ამ რევოლუციური ბატარეით გეგმავს ბაზარზე დომინანტი პოზიციების დაბრუნებას. ახალ ელემენტს თავდაპირველად კომპანიის 10 უახლესი მოდელი მიიღებს.
BYD-ის ავტომობილები უკვე რამდენიმე წელია საქართველოშიც ხელმისაწვდომია - Solar Auto საქართველოში 2022 წლიდან წარმოადგენს BYD-ის (Build Your Dreams) სრულ სამოდელო რიგს, საგარანტიო მომსახურებით, ორიგინალი ნაწილებით და სერვისით.