
Ford-ის ახალი სტრატეგია: დიდი პიკაპებიდან ქალაქურ და იაფ ელექტრომობილებამდე
Aug 15, 2025
Ford Motor Company-მ გადადო ორი მნიშვნელოვანი, შემდეგი თაობის ელექტრომობილის გამოშვება, რათა ფოკუსი გადაიტანოს უფრო მცირე და ხელმისაწვდომ მოდელებზე.
BlueOval City-ს (ტენესი) ქარხანაში წარმოებული სრული ზომის ელექტრო პიკაპი ბაზარზე 2027-ის ნაცვლად 2028 წელს გამოვა. ასევე, ოჰაიოს ქარხანაში წარმოებული ახალი E-Transit ფურგონი 2026-ის ნაცვლად 2028 წელს დაინერგება.
Ford-ის გადადებული პიკაპი განიხილება, როგორც პოპულარული F-150 Lightning-ის მემკვიდრე. E-Transit-ის განახლებული ვერსია კი კომპანიის კომერციულ EV მიმართულებას განავითარებდა.
დაგვიანება უკავშირდება ხარისხის პრობლემებს, რეკორდულ გაწვევებს და 2025 წლისთვის EV და პროგრამული უზრუნველყოფის ერთეულში მოსალოდნელ 5,5 მილიარდ დოლარიან ზარალს.
Reuters-ის ცნობით, კომპანიამ ასევე უარი თქვა სამრიგიან ელექტრო SUV-ზე, ხოლო CEO ჯიმ ფარლიმ აღნიშნა, რომ დიდი ზომის EV-ები აღარ არის განვითარების მთავარი პრიორიტეტი.
Ford-ის განცხადებით: „ჩვენ მოქნილად მოვიქცევით პროდუქტის გაშვების ვადების კორექტირებაში, რათა შევუსაბამოთ ბაზრის მოთხოვნებს და მომხმარებელთა სურვილებს, პარალელურად გავაუმჯობესოთ მომგებიანობა.“
გადაწყვეტილება მიღებულია ჩინური მწარმოებლების მზარდი ზეწოლის ფონზე, რომლებიც იაფფასიანი ელექტრომობილებით ამკაცრებენ ფასების კონკურენციას მთელ მსოფლიოში.
Ford ამარტივებს განვითარების პროცესს, რათა უპირატესობა მიანიჭოს მცირე, ქალაქზე ორიენტირებულ EV-ებს ახალი თაობის პლატფორმაზე.
„აშშ-ში სუფთა ელექტრომობილების ბაზარი ჩვენთვის ძალიან ნათელია: ეს არის commuting-სა და ქალაქში გადაადგილებისთვის განკუთვნილი პატარა მანქანები,“ - აღნიშნა ფარლიმ ანალიტიკოსებთან საუბრისას.