
Ford-მა ახლო აღმოსავლეთში EV-ების რეკორდული გაყიდვები დააფიქსირა
Nov 8, 2024
Ford-მა მნიშვნელოვანი წარმატება მოიპოვა ელექტრომობილების ბაზარზე ახლო აღმოსავლეთში და 2024 წელს რეკორდული გაყიდვების ზრდა დააფიქსირა.
2022 წლიდან Ford-მა გააორმაგა ბაზრის წილი ახლო აღმოსავლეთში და დიდ წარმატებას მიაღწია ისეთ მნიშვნელოვან ბაზრებზე, როგორიცაა არაბთა გაერთიანებული საამიროები, ქუვეითი, ბაჰრეინი, კატარი და საუდის არაბეთი. Ford-ი ახლა საუდის არაბეთში ყველაზე სწრაფად მზარდი ავტობრენდია.
Ford-ის ახლო აღმოსავლეთის სტრატეგიის ცენტრში ორი ელექტრიფიცირებული მოდელია: Mustang Mach-E და Territory Hybrid.
იმისათვის, რომ უკეთესი მხარდაჭერა შესთავაზოს მომხმარებლებს, Ford-ი ასევე აშენებს ნაწილების დისტრიბუციის ცენტრს გაერთიანებულ საამიროებში, რომელიც 2025 წლის იანვარში გაიხსნება, რათა შეამციროს სერვისის ნაწილებზე მოლოდინის დრო და გაზარდოს მომხმარებელთა კმაყოფილება.