Ferrari-ს პირველი ელექტრომობილი მალე გამოვა – წლების მუშაობის შედეგი მზად არის!

Apr 22, 2025

Ferrari 2025 წლის ოქტომბერში წარადგენს თავის პირველ ელექტრომობილს – Ferrari Elettrica-ს. კომპანიის ხელმძღვანელი ჯონ ელკანი ამბობს, რომ ეს ნაბიჯი შემთხვევითი არ არის – ბრენდი წლებია ემზადება ელექტროფიციკაციისთვის, ჯერ კიდევ ფორმულა 1-ის ჰიბრიდული სისტემებიდან დაწყებული.

Ferrari-მ 2019 წელს უკვე დაიწყო ჰიბრიდული მოდელების გამოშვება და ახლა მზადაა, სრულად ელექტრონულ მანქანაზეც გადავიდეს.

რა ვიცით ახალ მოდელზე?

  • ახალი ელექტრომობილი გამოვა 2025 წლის ოქტომბერში

  • ავტომობილი დამზადდება იტალიაში, მარანელოში, კომპანიის ახალ ქარხანაში

  • ყველა ძირითადი ელექტრონული ნაწილი თავად Ferrari-ს მიერ ხელით იქმნება

  • კომპანია არ უარყოფს ბენზინიან და ჰიბრიდულ მოდელებს – სამივე ტიპს ერთად განავითარებს

  • ჰიბრიდები უკვე გაყიდვების 51%-ს შეადგენს

Ferrari-ს მიზანია, რომ ტექნოლოგიები, რომლებმაც წარმატება მოუტანა რბოლის ტრასებზე, ახლა ქუჩის ავტომობილებშიც განავითაროს.

© 2023-2025 - EV News - All rights reserved.

Crafted @

© 2023-2025 - EV News - All rights reserved.

Crafted @

© 2023-2025 - EV News - All rights reserved.

Crafted @