
ილონ მასკის დინერ-კინოთეატრის და EV დამუხტვის სივრცის პროექტი რეალობად იქცევა
Oct 28, 2024
Tesla-ს აღმასრულებელი დირექტორი ილონ მასკი, რომელიც ცნობილია ინოვაციური და ამბიციური იდეებით, მუშაობს ახალ და უნიკალურ პროექტზე: დინერ-კინოთეატრი, რომელიც ელექტრომობილების (EV) დამუხტვის სადგურებითაა აღჭურვილი. აღნიშნული რეტრო-ინსპირირებული კონცეფცია აერთიანებს კლასიკური დინერ-კინოთეატრის გამოცდილებას Tesla-ს თანამედროვე დამუხტვის ტექნოლოგიასთან და EV მფლობელებისთვის სრულიად განსხვავებულ და სასიამოვნო დანიშნულების ადგილს ქმნის.
პირველი ლოკაცია, რომელიც ლოს-ანჯელესში იგეგმება, მოიცავს რამდენიმე სუპერჩარჯერის სადგურს, სადაც Tesla-ს მძღოლებს შეუძლიათ თავიანთი ავტომობილების დამუხტვა, თან დინერის სტილის საკვების დაგემოვნება და კინოფილმის ყურება. მასკი ამ სივრცეს ხედავს როგორც ცოცხალ, ნოსტალგიურ ატმოსფეროს, სადაც პერსონალი რეტრო-უნიფორმებში იქნება გამოწყობილი, მენიუ მრავალფეროვანი იქნება და ფილმები - კლასიკური.
აღნიშულმა კონცენფციამ უკვე დიდი მოწონება დაიმსახურა Tesla-ს ფანებისა და EV ენთუზიასტებისგან, რომლებიც მოუთმენლად ელიან დამუხტვის ახალი, გასართობი გამოცდილების მიღებას. მშენებლობის დასრულება მომავალი წლისთვის იგეგმება და თუ მოდელი წარმატებული აღმოჩნდება, Tesla მსგავს სივრცეებს სხვა ამერიკულ ქალაქებშიც განათავსებს.