
ელექტრო Porsche: Everrati-მ კლასიკა 500-ცხენისძალიან სპორტულ EV-დ აქცია
May 1, 2025
ბრიტანულმა კომპანიამ Everrati ძველი Porsche 911 სრულიად ელექტროძრავაზე გადაიყვანა.

Everrati ბრიტანეთში დაფუძნებული კომპანიაა, რომელსაც კლასიკური ავტომობილები ელექტროენერგიაზე გადაჰყავს. მათი ყველაზე პოპულარული მოდელია Porsche 911 (964) - ელექტროძრავით აღჭურვილი სპორტული კუპე, რომელიც ვიზუალით ძველი პორშეა, მაგრამ ტექნიკურად სულ სხვაა.

რას გააკეთეს Everrati-ში?
ძველი Porsche-ის ძრავი ამოიღეს და ჩასვეს ელექტრო სისტემა
მანქანა აღარ არის ხმაურიანი და ბენზინზე მომუშავე, მაგრამ მართვის სტილი იგივე დარჩა
აქვს 500 ცხენის ძალა - ორჯერ მეტი, ვიდრე კლასიკურ მოდელს
სავსე დამუხტვით გადის 320 კმ-ს
დამზადებულია მსუბუქი მასალებით და სწრაფად იტენება


ინტერიერი:
იერსახე ისევ ისეთი აქვს
თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილია — მაგალითად, Apple CarPlay
უკანა სავარძლების ნაცვლად აქვს რკინის გაძლიერება და სივრცე ჩანთებისთვის
კომფორტული და მართვისთვის იდეალურია




რატომ არის აღნიშნული მანქანა მნიშვნელოვანი?
იმიტომ, რომ ამტკიცებს: ელექტრომობილსაც შეუძლია სპორტული იყოს, სასიამოვნო და სწრაფი. ეს არ არის მძიმე და უხერხული SUV - ეს არის ნამდვილი სპორტული კუპე.


