დრონიანი მანქანები? – მომავლის მობილურობა უკვე რეალობაა

დრონიანი მანქანები? – მომავლის მობილურობა უკვე რეალობაა

დრონიანი მანქანები? – მომავლის მობილურობა უკვე რეალობაა

Mar 7, 2025

წარმოიდგინეთ, რომ თქვენს ავტომობილს შეუძლია დრონის გაშვება პირდაპირ სახურავიდან. სწორედ ამას გვთავაზობენ BYD და DJI თავიანთი ახალი Lingyuan სისტემით — პირველი ავტომობილში ინტეგრირებული დრონის პლატფორმა, რომელიც საშუალებას გაძლევთ მართოთ, დატენოთ და გამოიყენოთ დრონი უშუალოდ თქვენი ელექტრომობილიდან.

მიზანი?

  • გზის ულამაზესი ხედების გადაღება

  • რეალურ დროში საცობების შემოწმება

  • საგანგებო სიტუაციებში დახმარება

Shenzhen-ში წარდგენილი Lingyuan სისტემა ამ ეტაპზე ხელმისაწვდომია BYD-ის შერჩეულ ელექტრომობილებში და მოიცავს შემდეგ ფუნქციებს:

  • ავტომობილის სახურავზე დასადგომი პლატფორმა – მარტივი აფრენა და დაჯდომა

  • ავტომატური ფრენის ტრეკინგი – დრონი მიჰყვება თქვენს მანქანას მოძრაობისას

  • სწრაფი დამუხტვა და უსაფრთხო შენახვა – შეუფერხებელი ოპერაციისთვის

  • AI-ით გაძლიერებული ვიდეო რედაქტორი – მყისიერი და პროფესიონალური კადრებისთვის

მხოლოდ ერთი შეხებით, მძღოლებს შეუძლიათ DJI-ის დრონის გაშვება, რაც ჩვეულებრივი მგზავრობას შთამბეჭდავ საჰაერო თავგადასავლად აქცევს. Lingyuan სისტემა ჯერჯერობით მხოლოდ ჩინეთშია ხელმისაწვდომი, თუმცა წარმატების შემთხვევაში შესაძლოა გლობალურადაც გავრცელდეს.

BYD-ის ტექნოლოგიური უპირატესობა 1.48 ტრილიონი დოლარის ღირებულების ავტობაზარზე

როგორც მსოფლიოს ყველაზე დიდი EV მწარმოებელი, BYD სმარტ-მობილობის სფეროში ლიდერობას არ თმობს. ჩინეთის უკიდურესად კონკურენტულ საავტომობილო ბაზარზე დომინირებისთვის კომპანია ინოვაციურ ტექნოლოგიებსა და პრემიუმ ფუნქციებს იყენებს.

„BYD-ისა და DJI-ის თანამშრომლობა გაცილებით მეტია, ვიდრე უბრალოდ დრონის მოთავსება მანქანაში“, – ამბობს BYD-ის თავმჯდომარე. „ეს არის ახალი, მთლიანად ინტეგრირებული სისტემა, რომელიც თავიდან ბოლომდე დამუშავებული და დახვეწილია.“

რომელ BYD მოდელებზე იმუშავებს DJI-ის დრონები?

Lingyuan სისტემა უკვე შეუერთდა შემდეგ მაღალი კლასის BYD-ის მოდელებს:

  • Yangwang U8

  • Denza N9

  • Sealion 07 DM-i

  • სპეციალური გამოცემა Bao 8 SUV (უკვე აღჭურვილი დრონის სისტემით)

BYD-ის სმარტ-მობილობის ინოვაციები ამით არ სრულდება. კომპანიამ ცოტა ხნის წინ წარადგინა „God’s Eye“ – ავტონომიური მართვის სისტემა, რომელიც 21 მოდელზე სრულიად უფასოდ ხელმისაწვდომი იქნება.


Solar Auto ქართულ ბაზარზე 2022 წლიდან ოპერირებს და წარმოადგენს ჩინური გიგანტი ბრენდის – BYD-ის (Build Your Dreams) პირველ ავტორიზებულ იმპორტიორს საქართველოში.

კომპანია ქართველ მომხმარებლებს სთავაზობს BYD-ის ახალი ავტომობილების სრულ ასორტიმენტს, ორიგინალ ნაწილებს და საგარანტიო სერვისს.

სრული სამოდელო რიგის გასაცნობად ეწვიეთ ვებგვერდს: www.solarauto.ge

© 2023-2025 - EV News - All rights reserved.

Crafted @

© 2023-2025 - EV News - All rights reserved.

Crafted @

© 2023-2025 - EV News - All rights reserved.

Crafted @