ჩინეთი ავტომწარმოებლებს ევროპაში ინვესტირების შეწყვეტისკენ მოუწოდებს

Nov 29, 2024

ჩინეთში წარმოებულ ელექტრომობილებზე ტარიფების ზრდის გადაწყვეტილება, რომელიც ევროკავშირმა მიიღო, ძალაში უკვე შევიდა. ახალი კანონმდებლობით, გარკვეული ტიპის ჩინური ელექტრომობილების იმპორტზე ტარიფი 45.3%-მდე კი გაიზარდა. 

EU-ს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას წინ ამომწურავი გამოძიებაც უძღოდა. განაკვეთები, კომპანიებს შორის განსხვავებულია. მაგალითად, თუ SAIC-ს ყველაზე მაღალი - 35.3%-ის ზრდა ემუქრება, BYD-ს მხოლოდ 17%-ით გაზრდილი გადასახადი დაუწესდება.

Reuters-ის ინფორმაციით, ჩინეთის მთავრობამ ავტომწარმოებლებს მოსთხოვა, შეაჩერონ ყველანაირი სახის ინვესტიციები ევროკავშირის იმ ქვეყნებში, რომელთაც მხარი ტარიფების ზრდას დაუჭირეს. თუმცა შეუძლიათ ინვესტირება გააგრძელონ ქვეყნებში, რომლებიც ტარიფების წინააღმდეგ წავიდნენ.

შედეგად, ჩინეთის სამიზნე ქვეყნებში ისეთი სახელმწიფოები მოხვდება, როგორიც საფრანგეთი, პოლონეთი და იტალიაა. ტარიფების ზრდის წინააღმდეგ მხოლოდ 5 სახელმწიფო - მათ შორის გერმანია - წავიდა, 12-მა კი თავი შეიკავა.

© 2023-2025 - EV News - All rights reserved.

Crafted @

© 2023-2025 - EV News - All rights reserved.

Crafted @

© 2023-2025 - EV News - All rights reserved.

Crafted @