Chery iCar V23 - ძველი ოფროუდერების სული და თანამედროვე EV ტექნოლოგია ერთ დიზაინში

Oct 29, 2025

ჩინური ავტომწარმოებელი Chery EV ბაზარზე სრულიად ახალ სტილს სთავაზობს მომხმარებლებს - მისი ახალი მოდელი, iCar V23, აერთიანებს ვინტაჟურ ოფროუდ დიზაინს და უახლეს ელექტრონულ ტექნოლოგიებს.

ეს პატარა, კუთხოვანი SUV თითქოს 1980-იანი წლების საგზაო ფილმიდან გადმოვიდა, მაგრამ შიგნით უახლესი ტექნოლოგიებითაა აღჭურვილი.

iCar V23-ის მთავარი ხიბლი სწორედ კონტრასტიაო - რეტრო დიზაინი და ციფრული ინტელექტი ერთ სხეულში.

მრგვალი ფარები, კვადრატული ბამპერები და გვერდით გასახსნელი უკანა კარი იმ ეპოქას მოგვაგონებს, როცა მანქანები ჯერ კიდევ „მექანიკურად“ ცოცხლობდნენ.

მაგრამ ამ გარეგნობის უკან იმალება Snapdragon 8155 ჩიპზე მომუშავე 15.4-ინჩიანი 2.5K ეკრანი, სწრაფი პროგრამული რეაქციით და თანამედროვე მოდულური ინტერიერით.


დიზაინი მინიმალისტურია - თეთრი პანელები, ფარული შენახვის ადგილები და სრული სიმარტივე.

სრულიად ელექტრული SUV იყენებს ორმოტორიან AWD სისტემას, რომელიც გამოიმუშავებს 211 ცხენის ძალას და უზრუნველყოფს 500 კმ სავალი მანძილს CLTC ციკლის მიხედვით.

ნულიდან 100 კმ/სთ-მდე აჩქარება მხოლოდ 7.5 წამშია, ხოლო ხმაური - პრაქტიკულად ნული.


მიუხედავად იმისა, რომ ეს „როკ-კროლინგის მონსტრი“ არ არის, მისი 8.3 ინჩიანი კლირენსი, კარგი ბალანსი და მსუბუქი მართვა სრულიად საკმარისია როგორც ქალაქისთვის, ისე გრუნტიანი გზებისთვის.

Chery გეგმავს iCar V23-ის გაყიდვას ევროპაში, აზიაში, აფრიკასა და სამხრეთ ამერიკაში. თუმცა აშშ-ში ეს მოდელი არ შევა, სავარაუდოდ მაღალი რეგულაციებისა და სავაჭრო შეზღუდვების გამო.



© 2023-2025 - EV News - All rights reserved.

Crafted @

© 2023-2025 - EV News - All rights reserved.

Crafted @

© 2023-2025 - EV News - All rights reserved.

Crafted @