„დამუხტვა 5 წუთში!“ — BYD ევროპაში “ელვისებური” დამტენების ქსელს აშენებს

Jun 12, 2025

ჩინური ელექტრომობილების გიგანტი BYD ევროპაში სრულად ცვლის თამაშის წესებს — კომპანია გეგმავს ააშენოს „ელვისებური“ დამტენების ქსელი, რომელიც მანქანის დამუხტვას თითქმის ისეთივე სწრაფს გახდის, როგორც ბენზინის ავზის შევსებაა.

ახალი ტექნოლოგიით მხოლოდ 5 წუთში შესაძლებელია ელექტრომობილის 400 კმ-ით დამუხტვა. ტექნოლოგია უკვე გამოიყენება ჩინეთში და ეფუძნება 1000 ვოლტიან არქიტექტურას, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს ლოდინის დროს.

BYD-ის ვიცე-პრეზიდენტის თქმით, დამტენების ქსელის დამონტაჟება დაიწყება უახლოეს ერთ წელიწადში. პირველ ეტაპზე ისინი დამტენებს საკუთარ შოურუმებში განათავსებენ, შემდეგ კი გაფართოებას ევროპელ პარტნიორებთან ერთად გააგრძელებენ.

BYD-ის მიზანია, 2030 წლამდე გახდეს ლიდერი ევროპაში როგორც სრულად ელექტრო, ისე ჰიბრიდული მანქანების სეგმენტში. ამისთვის კომპანიამ უკვე ააშენა ქარხანა უნგრეთში და გახსნა ახალი R&D ცენტრი ბუდაპეშტში.

მიმდინარე მონაცემებით, BYD-ის გაყიდვები ევროპაში ყოველთვიურად 10%-ით იზრდება. წარმატების შემთხვევაში, კომპანია ახალ ქარხნებსაც ააშენებს.

BYD უკვე აქტიურად აფართოებს თავის წარმომადგენლობებს:

  • ბელგია – 16

  • ესპანეთი – თითქმის 40

  • საფრანგეთი – 50+

  • გერმანია – ზრდის გეგმა: 27-დან 120-მდე

„ჩვენ ვაშენებთ ევროპისთვის და ვყიდით ევროპაში. აქ ვრჩებით და გრძელვადიან პერსპექტივაზე ვფიქრობთ,“ — აღნიშნავს BYD-ის ვიცე-პრეზიდენტი.

© 2023-2025 - EV News - All rights reserved.

Crafted @

© 2023-2025 - EV News - All rights reserved.

Crafted @

© 2023-2025 - EV News - All rights reserved.

Crafted @