
BYD მყარი ელემენტის EV ბატარეებს 2027 წელს გამოცდის - რას შეცვლის ეს?
Feb 21, 2025
ჩინურმა ავტომწარმოებელმა BYD-მა დაადასტურა, რომ 2027 წლისთვის მყარი ელემენტის (Solid-State) ბატარეების საჩვენებელ ტესტებს ჩაატარებს.
BYD-ის ბატარეების განყოფილების ტექნიკური დირექტორის, სუნ ჰუაჯუნის, განცხადებით, კომპანია 2027 წლიდან დაიწყებს მყარი ბატარეების "დემონსტრაციულ გამოყენებას", თუმცა მისი ფართომასშტაბიანი წარმოება სავარაუდოდ 2030 წლამდე არ განხორციელდება.
როგორც BYD-ის ხელმძღვანელი ამბობს, ამჟამად ბატარეის წარმოების ხარჯები შედარებით მაღალია, მაგრამ დროთა განმავლობაში მყარი ბატარეების ფასი გათანაბრდება თხევად ელექტროლიტიან ბატარეებთან, რაც მათ უფრო ხელმისაწვდომს გახდის.
მყარი ელემენტის ბატარეები მნიშვნელოვნად გაზრდილ ენერგიის სიმკვრივეს უზრუნველყოფს, რაც ელექტრომობილების სვლის მარაგისა და დამუხტვის სიჩქარის გაუმჯობესებას გამოიწვევს.
ამჟამად BYD მსოფლიოში ბატარეების წარმოებით მეორე ადგილზეა ჩინური Contemporary Amperex Technology Co. (CATL)-ის შემდეგ.
2024 წელს BYD-მა 153.7 გიგავატ-საათის (GWh) მოცულობის ბატარეები დაამონტაჟა, რაც გლობალური ბაზრის 17.2%-ს შეადგენს. შედარებისთვის, CATL-ის წილი 37.9%-ს შეადგენს.
BYD-ის გარდა, CATL, Honda, Toyota და Volkswagen-იც აქტიურად მუშაობენ მყარი ელემენტის ბატარეების ტექნოლოგიაზე.
CATL-ის მთავარი მეცნიერის თქმით, კომპანიისთვის მასშტაბური წარმოების ტექნიკური ბარიერები კვლავ სერიოზულ პრობლემად რჩება, თუმცა ისიც გეგმავს 2027 წლისთვის შეზღუდული რაოდენობით მყარი ბატარეების წარმოების დაწყებას.
მიუხედავად იმისა, რომ ავტომწარმოებლები დიდი ხანია მყარი ელემენტის ბატარეებზე მუშაობენ, მათი კომერციალიზაცია ჯერ კიდევ ტექნიკური სირთულეების გამო ნელი ტემპით მიმდინარეობს. თუმცა, BYD-ისა და სხვა წამყვანი ბრენდების გეგმები აჩვენებს, რომ ელექტრომობილების მომავალი უფრო ძლიერი და ეფექტური ბატარეებისკენ მიდის.
Solar Auto ქართულ ბაზარზე 2022 წლიდან ოპერირებს და წარმოადგენს ჩინური გიგანტი ბრენდის – BYD-ის (Build Your Dreams) პირველ ავტორიზებულ იმპორტიორს საქართველოში.
კომპანია ქართველ მომხმარებლებს სთავაზობს BYD-ის ახალი ავტომობილების სრულ ასორტიმენტს, ორიგინალ ნაწილებს და საგარანტიო სერვისს.
სრული სამოდელო რიგის გასაცნობად ეწვიეთ ვებგვერდს: www.solarauto.ge