BYD - ინვესტიცია, რომელმაც უორენ ბაფეტის ისტორია შეცვალა

Oct 2, 2025

სტატია მომზადებულია სოლარ ავტოსთან კოლაბორაციით.

უორენ ბაფეტის Berkshire Hathaway-მ თავის არსებობის ისტორიაში ყველაზე წარმატებული ინვესტიცია BYD-თან ერთად დაასრულა.

2010 წელს კომპანიამ 230 მილიონი დოლარის ინვესტირება განახორციელა. 17 წლის შემდეგ კი, მისი მოგება 30-ჯერ გაიზარდა.

ზოგიერთი ანალიტიკოსის თქმით, მთლიანმა წმინდა მოგებამ შეადგინა დაახლოებით 7 მილიარდი აშშ დოლარი (რაც დაახლოებით 30-ჯერ აღემატება თავდაპირველ ინვესტიციას).

ბაფეტმა ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა: „ჩარლიმ ორჯერ ძლიერად დაარტყა მაგიდას და BYD-ის შესახებ თქვა - “იყიდე”. ის მართალი აღმოჩნდა - ეს Berkshire-ის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ინვესტიცია იყო.“

Berkshire Hathaway-ის საწყისი ინვესტიციიდან მოყოლებული, BYD საგრძნობლად გაიზარდა. ჩინურმა ავტომწარმოებელმა გასულ წელს გლობალური გაყიდვებით გადაუსწრო Tesla-ს, რის გამოც ხელმისაწვდომი ელექტრო და ჰიბრიდული ავტომობილების ფართო ასორტიმენტით მწარმოებელი გახდა.

დღეს კომპანიას ჰონგ კონგში აქვს 1 ტრილიონ ჰონგ კონგურ დოლარზე მეტი საბაზრო კაპიტალიზაცია, ხოლო შენჟენში - 975 მილიარდი იუანი (137 მილიარდი აშშ დოლარი).

Solar Auto საქართველოში 2022 წლიდან წარმოადგენს BYD-ის (Build Your Dreams) სრულ სამოდელო რიგს, საგარანტიო მომსახურებით, ორიგინალი ნაწილებით და სერვისით.

© 2023-2025 - EV News - All rights reserved.

Crafted @

© 2023-2025 - EV News - All rights reserved.

Crafted @

© 2023-2025 - EV News - All rights reserved.

Crafted @