BYD ევროპას ელექტრომობილებით ტალღასავით წალეკავს – ავტომწარმოებელი რეკორდული ტემპით იპყრობს ბაზარს

Jun 25, 2025

BYD-ის აღმასვლა ევროპულ ბაზარზე შეუჩერებელია – უკვე გადაასწრო Tesla-ს ბრიტანეთსა და ევროპაში გაყიდვებით და ახლა გეგმავს კიდევ უფრო მძლავრი შეტევის განხორციელებას. ჩინურმა გიგანტმა განაცხადა, რომ ევროპის ბაზარზე ახალი მოდელების ამ ტემპით გაშვება აქამდე არც ერთ ავტომწარმოებელს არ უცდია.

ახალი მოდელები BYD-ის მრავალმხრივი სტრატეგიის ნაწილია. კომპანიამ ერთ წელზე ნაკლებ დროში უკვე ექვსი ახალი ავტომობილი წარადგინა, რაც თითქმის ყველა მნიშვნელოვან სეგმენტს ფარავს – დაწყებული ხელმისაწვდომი მოდელებიდან, დასრულებული პრემიუმ და ულტრა-ლუქს კლასით.

ხელმისაწვდომი მოდელები მხოლოდ დასაწყისია. BYD ასევე ავითარებს ლუქს ბრენდებს – Denza და Yangwang, რომლებიც კონკურენციას უწევენ Porsche-ს და სხვა გერმანულ პრემიუმ მწარმოებლებს. Yangwang-ის მიზანია გახდეს ტექნოლოგიური ლიდერი ელექტრომობილების სამყაროში.

BYD მზადაა გაამყაროს პოზიციები ლოკალურად. წლის ბოლომდე უნგრეთში ამოქმედდება ახალი ქარხანა, რაც კომპანიას საშუალებას მისცემს მოარგოს ავტომობილები კონკრეტულად ევროპული მომხმარებლის საჭიროებებს.

კომპანია უკვე აანონსებს შემდეგ მნიშვნელოვან სიახლეს ზაფხულის შემდეგ და, როგორც ჩანს, წლის ბოლომდე კიდევ არაერთი პრეზენტაცია იგეგმება. თუ გავითვალისწინებთ BYD-ის ამჟამინდელ ტემპს, ევროპული ავტოინდუსტრია სერიოზული ტრანსფორმაციის წინაშე დგას.

——-

Solar Auto ქართულ ბაზარზე 2022 წლიდან ოპერირებს და წარმოადგენს ჩინური გიგანტი ბრენდის – BYD-ის (Build Your Dreams) პირველ ავტორიზებულ იმპორტიორს საქართველოში.

კომპანია ქართულ მომხმარებლებს სთავაზობს BYD-ის ახალი ავტომობილების სრულ ასორტიმენტს, ორიგინალ ნაწილებს და საგარანტიო სერვისს.

სრული სამოდელო რიგის გასაცნობად ეწვიეთ ვებგვერდს: www.solarauto.ge

© 2023-2025 - EV News - All rights reserved.

Crafted @

© 2023-2025 - EV News - All rights reserved.

Crafted @

© 2023-2025 - EV News - All rights reserved.

Crafted @