
BYD ევროპულ ბაზარზე დომინირებისთვის ემზადება — კომპანიის ახალი სათაო ოფისი და R&D ცენტრი ბუდაპეშტში შენდება
May 22, 2025
ჩინურმა ელექტრომობილების გიგანტმა BYD-მა ხელი მოაწერა სტრატეგიულ შეთანხმებას უნგრეთის მთავრობასთან, რაც გულისხმობს კომპანიის ევროპული სათაო ოფისის და R&D ცენტრის გახსნას ბუდაპეშტში.
შეხვედრას ესწრებოდნენ უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი და BYD-ის თავმჯდომარე ვანგ ჩუანფუ.
ორბანის განცხადებით, ჩინეთი ელექტრომობილების ინდუსტრიაში ლიდერია, ხოლო ამ პარტნიორობით უნგრეთი მზად არის "ახალი ტექნოლოგიური ეპოქისთვის".
BYD-ის ახალი ოფისი ევროპაში იმუშავებს შემდეგ მიმართულებებზე:
გაყიდვები და გაყიდვისშემდგომი მომსახურება
მანქანების სერტიფიცირება და ტესტირება
ლოკალიზებული დიზაინის და ფუნქციური მახასიათებლების განვითარება
პროექტის ფარგლებში ათასობით სამუშაო ადგილი შეიქმნება, ხოლო მინიმუმ სამი უნგრული უნივერსიტეტი ჩართული იქნება თანამშრომლობისა და პროფესიული გადამზადების პროცესში.
ამ ეტაპზე BYD უნგრეთში მხოლოდ ექსპორტით აწვდის მოდელებს. მათ შორისაა:
BYD Sealion 07 (ადგილობრივად Sealion 7)
BYD Atto 3 (ჩინეთში ცნობილი როგორც Yuan Plus)
BYD Dolphin, Seal, Seal U (Song Plus EV) და BYD Tang
BYD-ის ახალი ნაბიჯი უნგრეთში არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი ევროპის ბაზარზე დასამკვიდრებლად.
ლოკალიზებული წარმოება, ინჟინერიული განვითარება და უნივერსიტეტებთან თანამშრომლობა მიუთითებს კომპანიის გრძელვადიან ხედვაზე — გახდეს ერთ-ერთი წამყვანი მოთამაშე ევროპულ EV ინდუსტრიაში.