BYD უარყოფს ჭორებს ჩინეთში წარმოების შემცირებაზე და აცხადებს, რომ გაყიდვები კვლავ სტაბილურად იზრდება

Jun 30, 2025

BYD აცხადებს, რომ ელექტრომობილების წარმოება უცვლელად გრძელდება და გაყიდვები კვლავ მყარად იზრდება – ამის შესახებ კომპანიამ მას შემდეგ განაცხადა, რაც რამდენიმე წყარომ ირწმუნა, რომ ჩინეთში გაყიდვების შენელების გამო BYD წარმოების შემცირებას გეგმავდა.

მაისში BYD-მ 382,476 ახალი NEV გაყიდა, რაც კომპანიის ისტორიაში საუკეთესო შედეგია 2025 წლისთვის. წლის პირველი ხუთი თვის განმავლობაში კომპანიამ მსოფლიოს მასშტაბით უკვე 1.76 მილიონზე მეტი NEV გაყიდა, რაც 39%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. მთლიანობაში, BYD-ს საბატარეო ელექტრომობილების გაყიდვები 40%-ით არის გაზრდილი.

თუმცა, ზოგიერთი წყაროს მტკიცებით, ზრდა საკმარისი არ აღმოჩნდა და კომპანიამ უკვე დაიწყო წარმოების შემცირება, მათ შორის ღამის ცვლის გაუქმება და რამდენიმე ქარხანაში სიმძლავრის მინიმუმ მესამედით შემცირება.

BYD-თან დაახლოებულმა წყარომ კი საპირისპირო პოზიცია დააფიქსირა და განაცხადა, რომ წარმოება სტაბილურად მიმდინარეობს, გაყიდვები კვლავ იზრდება და დილერების საწყობებში არსებული მარაგი ნორმალურ დონეზეა.

მიუხედავად იმისა, რომ კომპანიამ მაისში 22 მოდელზე ფასები შეამცირა, BYD კვლავ გეგმავს წლიურ გაყიდვებში დაახლოებით 5.5 მილიონი ავტომობილის გაყიდვას, რაც თითქმის 30%-ით მეტია 2024 წლის მაჩვენებელზე. 

BYD კვლავ ზრდის წილს ჩინეთის ავტობაზარზე – კომპანიის წილი ბოლო თვეებში 15%-დან 17%-მდე გაიზარდა.

გლობალური სტრატეგია და ევროპული ბაზარი

BYD სულ უფრო მეტ ყურადღებას უთმობს საერთაშორისო ბაზრებს და მაისში მორიგ რეკორდულ თვეს მიაღწია საზღვარგარეთ – ჩინეთის გარეთ კომპანიამ 89,000-ზე მეტი NEV გაყიდა.

კომპანიამ ამ თვეში ევროპაში ყველაზე ხელმისაწვდომი მოდელი, Dolphin Surf, წარადგინა, რაც ჩინეთში პოპულარული Seagull-ის ევროპული ვერსიაა. ბრიტანეთში ამ მოდელმა ბაზარზე ერთ-ერთი ყველაზე დაბალი ფასი დააყენა.

BYD-ის სპეციალურმა მრჩეველმა ევროპისთვის, ალფრედო ალტავილამ, აღნიშნა, რომ კომპანია უფრო სწრაფად უშვებს ახალ მოდელებს ევროპაში, ვიდრე ნებისმიერი სხვა ავტომწარმოებელი.

——-

Solar Auto ქართულ ბაზარზე 2022 წლიდან ოპერირებს და წარმოადგენს ჩინური გიგანტი ბრენდის – BYD-ის (Build Your Dreams) პირველ ავტორიზებულ იმპორტიორს საქართველოში.

კომპანია ქართულ მომხმარებლებს სთავაზობს BYD-ის ახალი ავტომობილების სრულ ასორტიმენტს, ორიგინალ ნაწილებს და საგარანტიო სერვისს.

სრული სამოდელო რიგის გასაცნობად ეწვიეთ ვებგვერდს: www.solarauto.ge

© 2023-2025 - EV News - All rights reserved.

Crafted @

© 2023-2025 - EV News - All rights reserved.

Crafted @

© 2023-2025 - EV News - All rights reserved.

Crafted @