BMW აპირებს Tesla-ს მძღოლები გადაიბიროს

Aug 5, 2025

მას შემდეგ, რაც ელექტრომობილების პირველი ტალღა Tesla-მ აშკარად მოიგო, BMW აცხადებს, რომ მზადაა რევანშისთვის. გერმანული ავტომწარმოებელი მიზნად ისახავს Tesla-სთვის კონკურენციის გაწევას ახალი თაობის, გრძელდისტანციური და სწრაფად დამუხტვადი ელექტრომობილებით - და ეს ყველაფერი iX3-ის განახლებული ვერსიით იწყება.

BMW-ის თქმით, მისი შემდეგი თაობის ელექტრომობილები, სახელწოდებით Neue Klasse, იქნება ბევრად უფრო ეფექტიანი, ჭკვიანი და ტექნოლოგიურად განვითარებული, ვიდრე არსებული მოდელები. სწორედ iX3 იქნება პირველი, რომელიც ამ ახალ ტექნოლოგიას წარადგენს.

კომპანიის განცხადებით, ახალი iX3 ელექტრომობილი ინდუსტრიის ახალ სტანდარტს დაადგენს. თუმცა შეძლებს თუ არა ის Tesla-ს კონკურენციის გაწევას?

2020 წელს, როდესაც პირველი თაობის iX3 გამოვიდა, ბაზარზე პრემიუმ ელექტრომობილების ორი არჩევანი იყო - BMW iX3 და Tesla Model Y. შედეგიც ყველასთვის ცნობილია - Model Y-მ დიდი უპირატესობით მოიპოვა ბაზრის წილი. თუმცა BMW მიიჩნევს, რომ ახლა ახალი ეტაპი დგება.

BMW-ის გენერალური დირექტორის, ოლივერ ციპსეს თქმით, ახალი iX3-ს WLTP სტანდარტით 800 კმ-მდე მანძილის დაფარვა შეეძლება.

გარდა ამისა, მანქანა უზრუნველყოფს სწრაფ დამუხტვას 400 კილოვატამდე სიმძლავრით.

შედარებისთვის, Tesla Model Y Long Range ვერსიას მაქსიმუმ 622 კმ WLTP სვლა აქვს და მისი სწრაფი დამუხტვის ზღვარია 250 კილოვატი.

ახალი ელექტროპლატფორმა მთლიანად ნულიდან შეიქმნა და აერთიანებს ყველაზე თანამედროვე ელემენტებს, მათ შორის ბატარეებსა და ელექტრონულ სისტემებს.

Neue Klasse პლატფორმაზე მომუშავე “სუპერტვინი” - ანუ ახალი ელექტრონული სისტემა, რომელიც მართავს მულტიმედია ეკრანსა და ავტოპილოტის ფუნქციებს - 20-ჯერ უფრო მძლავრია, ვიდრე BMW-ის ამჟამინდელ მოდელებში გამოყენებული სისტემები.

BMW ამ ტექნოლოგიაზე მუშაობდა მსოფლიოს ექვს ქვეყანაში - მათ შორის პორტუგალიაში, სამხრეთ აფრიკაში, ჩინეთში, ინდოეთში, რუმინეთსა და აშშ-ში.

Neue Klasse სერიის ყველა მოდელი, მათ შორის iX3, გამოიყენებს ახალ ცილინდრულ ბატარეებს, რომლებიც 20%-ით უფრო ეფექტიანია წინა თაობის ბატარეებთან შედარებით.

შეუძლებს თუ არა ახალი iX3 Tesla Model Y-ისთვის რეალური კონკურენციის გაწევას? ამას მალე გავიგებთ - BMW Neue Klasse-ის მოდელების წარმოების დაწყებას 2026 წელს გეგმავს, ხოლო მომხმარებლები მათ მიღებას მალევე შეძლებენ.

© 2023-2025 - EV News - All rights reserved.

Crafted @

© 2023-2025 - EV News - All rights reserved.

Crafted @

© 2023-2025 - EV News - All rights reserved.

Crafted @