
“ბენტლის კონკურენტი ჩინეთიდან“ – BYD-ის სუპერლუქს ბრენდი Yangwang ევროპაში შემოდის!
Jul 21, 2025
BYD-მა ოფიციალურად დაადასტურა, რომ მისი პრემიუმ ბრენდი Yangwang მალე ევროპულ ბაზარზე გამოჩნდება - ორი წლის შემდეგ, რაც ბრენდი პირველად წარადგინეს ჩინეთში.
Yangwang იერარქიულად BYD-ის და მისი ნახევრადპრემიუმ ბრენდის Denza-ს ზემოთ დგას და აერთიანებს ტექნოლოგიურად დახვეწილ, მაღალი წარმადობის მქონე ფლაგმანურ მოდელებს, რომლებიც კონკურენციას უწევენ ისეთ ბრენდებს, როგორებიც არიან Bentley, Porsche და Ferrari.
Yangwang-ის პირველი მოდელი U8 2023 წელს ჩაეშვა - დიდი, ჰიბრიდული ლუქს-სტილის SUV, რომელსაც 1000 ცხენის ძალაზე მეტი აქვს, BMW M3-ს უსწრებს, ადგილზევე 360 გრადუსით ტრიალებს და წყალში ცურავს.
მალევე მას მოჰყვა U9 - სრულად ელექტრული სუპერქარი. ორივე ავტომობილი ჩინეთში დაახლოებით ორი წელია იყიდება. მიუხედავად იმისა, რომ ორივე მოდელი შარშან წარადგინეს Goodwood Festival of Speed-ზე, ევროპული გაყიდვების ოფიციალური დადასტურება ამ დრომდე არ ყოფილა.

თუმცა ახლა, BYD-ის ვიცე-პრეზიდენტმა Stella Li-მ განაცხადა, რომ Yangwang ნამდვილად შემოვა ევროპაში. მისი თქმით, გაყიდვები დაიწყება Denza-ს ევროპული დებიუტის შემდეგ, რომელიც 2026 წლის დასაწყისისთვის არის დაგეგმილი.
ევროპისთვის უკვე გამზადებულია როგორც U8, ისე U9, ხოლო მათ შემდეგ ჩამოვა U7 სუპერ-სედანი - ოთხძრავიანი, 1250 ცხენისძალიან ლუქს მანქანა, რომელიც Lotus Emeya-ს პირდაპირ კონკურენციას გაუწევს და 0-დან 100 კმ/სთ-მდე 2.9 წამში აჩქარდება.
ეს ნაბიჯი BYD-ს გახდის პირველ ჩინურ ავტომწარმოებლად, რომელიც შეაბიჯებს ევროპის უმაღლესი დონის პრემიუმ სეგმენტში. უცნობია, შეძლებს თუ არა Yangwang Bentley-სა და Ferrari-ს სერიოზულად დაჯაბნას ფასით - მით უმეტეს, რომ მანქანების მარჯვენასაჭიან ვერსიებზე გადაკეთება და 17%-იანი იმპორტის ტარიფი სავარაუდოდ ფასზე გავლენას მოახდენს.
——-
Solar Auto ქართულ ბაზარზე 2022 წლიდან ოპერირებს და წარმოადგენს ჩინური გიგანტი ბრენდის – BYD-ის (Build Your Dreams) პირველ ავტორიზებულ იმპორტიორს საქართველოში.
კომპანია ქართულ მომხმარებლებს სთავაზობს BYD-ის ახალი ავტომობილების სრულ ასორტიმენტს, ორიგინალ ნაწილებს და საგარანტიო სერვისს.
სრული სამოდელო რიგის გასაცნობად ეწვიეთ ვებგვერდს: www.solarauto.ge