
ავტონომიური მართვა და ჭკვიანი დატენვა - Rivian-ის უახლესი სუპერ განახლება
Sep 30, 2025
Rivian-ის უახლესი პროგრამული განახლება მოიცავს დაზოგვისთვის განკუთვნილ ჭკვიან დატენვის სისტემას, ავტონომიური მართვის გაფართოებულ შესაძლებლობებსა და უფრო პერსონალიზებულ აუდიოს.
ჭკვიანი დატენვა და ქსელის ეფექტურობა
ახალი ფუნქცია Smart Charging Schedule Recommendation, Rivian-ის მფლობელებს საშუალებას აძლევს, სახლის დატენვის სესიები ავტომატურად გადაიტანონ დაბალი ტარიფის საათებში.
წლიური დანაზოგი შეიძლება იყოს 20%-მდე, ზოგ ბაზარზე კი - 900 დოლარამდე.
სისტემა ამცირებს ქსელზე დატვირთვას და ზრდის განახლებადი ენერგიის გამოყენებას 10%-ზე მეტით.
მომხმარებელმა უბრალოდ უნდა მიუთითოს სახლის მისამართი და ელექტროენერგიის მომწოდებელი Rivian-ის აპში. ამის შემდეგ მანქანა ავტომატურად შეარჩევს საუკეთესო დროს დატენვისთვის ისე, რომ ყოველი დილა მანქანა სრულად დამუხტული დახვდეს.

ავტონომიური მართვა და აუდიოს პერსონალიზაცია
განახლება ასევე აუმჯობესებს Highway Assist სისტემას:
Gen 2 მოდელებში მძღოლებს შეუძლიათ მანქანის ზოლის პოზიციის შეცვლა ხელების გარეშე, რაც უფრო კომფორტულია დიდი სატვირთოების ან გზის ბარიერების გვერდით.
გაუმჯობესებული AI სისტემა ზუსტად ინარჩუნებს ზოლს, განსაკუთრებით მჭიდრო მოსახვევებში.
Enhanced Highway Assist ხელმისაწვდომია 50%-ით მეტი გზის მონაკვეთზე, რაც საშუალებას იძლევა უფრო დიდ მანძილზე იმოძრაოს ხელების გარეშე.
აუდიოს მხრივ:
მომხმარებლებს შეუძლიათ ექვალაიზერის პროფილების მორგება და დამატებითი ორი პროფილის შექმნა.
Gen 2 მოდელებში გაუმჯობესებულია ბასის ხარისხი და ხმოვანი სცენა, რაც უფრო მდიდარ და სუფთა ჟღერადობას ქმნის.
Rivian-ის განახლება კიდევ ერთი ნაბიჯია „software-defined vehicle“ სტრატეგიისკენ, სადაც პროგრამული გაუმჯობესებები მომხმარებლებს სთავაზობს მეტ კომფორტს, ეკონომიასა და პერსონალიზაციას.