Audi ახალი ელექტროსპორტქარის გამოშვებისთვის ემზადება

Jul 30, 2025

Audi აქტიურად ემზადება ახალი ელექტროსპორტქარის წარსადგენად, რომლის კონცეპტუალურ ვერსიას პირველად მიუნხენის ავტოშოუზე სექტემბრის დასაწყისში ვიხილავთ. როგორც გერმანულ გამოცემა Bild-თან საუბარში კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა განაცხადა, ეს მოდელი ორ წელიწადში სერიულადაც გამოვა.

მისივეთქმით, ახალი მოდელი "არც TT იქნება, არც R8 – არამედ რაღაც შუალედური", რაც Audi-სთვის ახალ იდენტობას შექმნის. CEO-მ მას უწოდა „TT მომენტი 2.0“, რაც მიანიშნებს, რომ ის ისეთივე სიმბოლური უნდა გახდეს, როგორიც იყო Audi TT 1990-იან წლებში.

კონცეპტიდან რეალურ მოდელამდე

მიუხედავად იმისა, რომ კონცეპტუალური ვერსია შესაძლოა ფანტაზიური ელემენტებით იყოს გაჯერებული, დიოლნერმა მკაფიოდ აღნიშნა, რომ ეს მოდელი მხოლოდ შოუსთვის არ იქმნება: "ეს ავტომობილი ნამდვილად დამზადდება," – განაცხადა მან. შესაბამისად, სერიული ვერსიის გამოშვება 2027 წლისთვის არის დაგეგმილი.

TT-ს მემკვიდრე ახალი კონცეფციით

ახალი ელექტროსპორტქარი, ფაქტობრივად, შეცვლის Audi TT-ს, რომლის წარმოებაც 2023 წლის შემდეგ შეწყდა. თუმცა, როგორც ირკვევა, ახალი მოდელი TT-ზე უფრო მაღალი კლასის, ემოციური და ტექნოლოგიურად მოწინავე სპორტქარი იქნება. მასში გამოყენებული იქნება Audi-ს ახალი დიზაინის ენა, ინტერიერის ახალი სტილი და უახლესი ტექნოლოგიები.

შესაძლებელია, ეს მოდელი საფუძვლად ეყრდნობოდეს მომავალ Porsche 718 EV-ს პლატფორმას - ელექტროსპორტქარს, რომელიც უნდა ჩაანაცვლოს Boxster და Cayman. Porsche-ს ამ მოდელის გამოშვება თავდაპირველად 2025 წლისთვის იყო დაგეგმილი, თუმცა დაგვიანება მოსალოდნელია. ამასთან, თუ Audi და Porsche საერთო ტექნიკურ ბაზას გამოიყენებენ, არ არის გამორიცხული, რომ Audi-ში მოხდეს მართვის სისტემებისა და სიმძლავრის მორგება განსხვავებული სტილისტიკისა და მომხმარებლის მოლოდინებისთვის.

ბრენდის გადატვირთვა და იმიჯის მშენებლობა

Audi-ს CEO ღიად საუბრობს კომპანიის გამოწვევებზე - მათ შორის პროგრამული უზრუნველყოფის შეფერხებებზე და ავტომატიზებული მართვის სისტემებზე, რაც გავლენას ახდენს ბრენდის განვითარებაზე. მისი თქმით, სწორედ ახალი მოდელი უნდა გახდეს ის "იდენტობის შემქმნელი", რომელიც კომპანიას ახალი ძალით დააბრუნებს მომხმარებელთა ყურადღების ცენტრში.

© 2023-2025 - EV News - All rights reserved.

Crafted @

© 2023-2025 - EV News - All rights reserved.

Crafted @

© 2023-2025 - EV News - All rights reserved.

Crafted @