Apple-ის 10-წლიანი საიდუმლო თანამშრომლობა BYD-თან და $10 მლრდ ინვესტიცია

Oct 21, 2024

თითქმის ათი წლის განმავლობაში, Apple-მა დაახლოებით $10 მილიარდი ჩადო თავის ელექტროავტომობილის შექმნაში, თუმცა საბოლოოდ, პროექტი 2024 წლის დასაწყისში დახურა. გავრცელებული ინფორმაციით, Apple რამდენიმე წლის განმავლობაში საიდუმლოდ თანამშრომლობდა ჩინურ ავტომწარმოებელ BYD-თან გრძელვადიანი ბატარეების ტექნოლოგიის განვითარებაზე. მიუხედავად იმისა, რომ Apple-ის ბრენდირებული ელექტრომობილი ბაზარზე არ გამოვა, ამ პარტნიორობამ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ელექტროავტომობილების ბატარეების ინოვაციებში.

ცნობების მიხედვით, Apple-მა და BYD-მა თანამშრომლობას 2017 წელს დაიწყეს. ორივე კომპანია მუშაობდა ბატარეების სისტემის შექმნაზე, რომელიც იყენებდა ლითიუმ-რკინის ფოსფატის (LFP) უჯრედებს. Apple-ის ინჟინრები ფლობდნენ მაღალტექნოლოგიური ბატარეების პაკეტებისა და სითბოს მართვის ცოდნას, ხოლო BYD-მა უზრუნველყო LFP უჯრედების ტექნოლოგიისა და წარმოების შესაძლებლობები.

ცნობების თანახმად, თანამშრომლობა დაიწყო მას შემდეგ, რაც BYD-ის ინჟინრებმა Apple-ის აღმასრულებლებს წარუდგინეს Blade ბატარეის ადრეული პროტოტიპები. Apple-ი აღფრთოვანებული დარჩა დიზაინით და დაინახა პოტენციალი BYD-ის LFP უჯრედების და საკუთარი ბატარეების დიზაინის კომბინაციაში, რათა გაეუმჯობესებინა ელექტრომობილების სავალი მანძილი. 

მიუხედავად იმისა, რომ არცერთი კომპანია არ ადასტურებს პარტნიორობას, BYD-ი დაჟინებით აცხადებს, რომ Blade ბატარეა დამოუკიდებლად არის განვითარებული. 

„Blade ბატარეის კონცეფცია დამზადებულია BYD-ის ინჟინრების მიერ, რომლებმაც დამოუკიდებლად შექმნეს LFP Blade ბატარეა. BYD-ს აქვს სრული საკუთრებისა და პატენტის უფლებები Blade ბატარეაზე,“ - აღნიშნა ავტომწარმოებელმა.

მრავალი წლის თანამშრომლობის შემდეგ, Apple-მა საბოლოოდ დაასრულა მუშაობა BYD-თან და დაიწყო სხვა შესაძლებლობების გამოკვლევა. 2021 წლის დასაწყისში, გავრცელდა ინფორმაცია, რომ Apple-ი განიხილავდა Hyundai-თან თანამშრომლობას თვითმართვადი ელექტრომობილის შესაქმნელად, თუმცა მოლაპარაკებები მალევე შეწყდა.

ამ წლის დასაწყისში, Apple-ის აღმასრულებლებმა ოფიციალურად გადაწყვიტეს, სრულად უარი ეთქვათ ელექტროავტომობილების პროექტზე, რაც კომპანიის ავტოინდუსტრიაში შესასვლელად ათწლიანი მცდელობის დასრულებას ნიშნავს.


Solar Auto ქართულ ბაზარზე 2022 წლიდან ოპერირებს და წარმოადგენს ჩინური გიგანტი ბრენდის – BYD-ის (Build Your Dreams) პირველ ავტორიზებულ იმპორტიორს საქართველოში.

კომპანია ქართველ მომხმარებლებს სთავაზობს BYD-ის ახალი ავტომობილების სრულ ასორტიმენტს, ორიგინალ ნაწილებს და საგარანტიო სერვისს.

სრული სამოდელო რიგის გასაცნობად ეწვიეთ ვებგვერდს: www.solarauto.ge

© 2023-2025 - EV News - All rights reserved.

Crafted @

© 2023-2025 - EV News - All rights reserved.

Crafted @

© 2023-2025 - EV News - All rights reserved.

Crafted @