Amazon-ი ტესტავს ჰუმანოიდ რობოტებს – მალე ამანათებს სახლებში რობოტები დაარიგებენ

Jun 5, 2025

Amazon-ი სულ მალე დაიწყებს ჰუმანოიდი რობოტების ტესტირებას ამანათების მიტანისთვის. კომპანიის გეგმაა, რომ რობოტები Rivian-ის ელექტროვანებიდან გადმოვიდნენ და პაკეტები პირდაპირ კართან მიიტანონ.

ამ დროისთვის ამაზონი იყენებს 20,000-ზე მეტ Rivian-ის ელექტრო ვანს, ხოლო ამ რაოდენობის 100,000-მდე გაზრდას აპირებს დეკადის ბოლომდე. თუმცა ახლა პაკეტებს ადამიანები ატარებენ, მომავალში კი ამ ფუნქციას შესაძლოა რობოტები შეითავსონ.

ტესტირების ზონა – „ჰუმანოიდ პარკი“

San Francisco-ში უკვე მზადდება სპეციალური ტესტირების სივრცე – „ჰუმანოიდ პარკი“, რომელიც იმიტირებს ნამდვილ მიტანის პირობებს. იქ განთავსებულია Rivian-ის ელექტროვანიც, საიდანაც რობოტები გადმოდიან და ცდილობენ პაკეტის მომხმარებლამდე მიტანას.

ამ ეტაპზე კომპანია გეგმავს სხვადასხვა ტიპის ჰუმანოიდის დატესტვას. აქედან ერთ-ერთი ჩინური კომპანია Unitree-ს რობოტია.

Amazon-ი უკვე მრავალი წელია იყენებს რობოტებს საკუთარ საწყობებში, თუმცა ისინი სპეციალურად ამ მიზნებისთვის შექმნილი მოწყობილობებია. ჰუმანოიდ რობოტების გამოყენების გამოცდილება კი კომპანიისთვის ახალი სფეროა.

© 2023-2025 - EV News - All rights reserved.

Crafted @

© 2023-2025 - EV News - All rights reserved.

Crafted @

© 2023-2025 - EV News - All rights reserved.

Crafted @