სპეციალური ტარიფი ლიცენზირებული ტაქსებისთვის: -25 თეთრი ფასდაკლება MartEV-სგან

Feb 9, 2026

MartEV ლიცენზირებულ ტაქსის მძღოლებს ელექტრომობილის დასამუხტად 25-თეთრიან ფასდაკლებას სთავაზობს. თბილისში ელექტრომობილების რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება.

ტაქსის მძღოლებისთვის ავტომობილი ყოველდღიური სამუშაო პროცესის განუყოფელი ნაწილია, შესაბამისად, დამუხტვის ხარჯი ერთ-ერთი მთავარი კომპონენტია, რომელიც პირდაპირ გავლენას ახდენს შემოსავალზე. მარტEV-ის ახალი შეთავაზება მიზნად ისახავს, რომ ელექტრომობილის გამოყენება გახდეს უფრო ეკონომიური და პრაქტიკული - განსაკუთრებით მათთვის, ვინც ყოველდღიურად ემსახურება ქალაქის მოსახლეობას.

ვის ეხება სპეციალური ტარიფი

პროგრამა მოქმედებს მხოლოდ ლიცენზირებული და რეგისტრირებული ტაქსის მძღოლებისთვის. მათთვის ამოქმედდება სპეციალური ტარიფი, რაც ელექტრომობილის დამუხტვაზე 25-თეთრიან ფასდაკლებას გულისხმობს.

როგორ ჩაერთოთ პროგრამაში

პროგრამაში ჩართვა შესაძლებელია ონლაინ რეგისტრაციის გავლით: https://taxi.martev.io/

  1. გადადით სარეგისტრაციო ბმულზე

  2. შეავსეთ შესაბამისი ფორმა

  3. რეგისტრაციის დასრულების შემდეგ, სპეციალური ტარიფი 24 საათის განმავლობაში გააქტიურდება თქვენს პროფილზე

MartEV დღეს საქართველოს მასშტაბით ელექტრომობილების დასამუხტ ყველაზე დიდ ქსელს წარმოადგენს. მიმდინარე მონაცემებით, ქალაქში უკვე ფუნქციონირებს 130-ზე მეტი დასამუხტი სადგური, ხოლო უახლოეს თვეებში მათი რაოდენობა 200-ს გადააჭარბებს, რაც მძღოლებისთვის სწრაფ და ხელმისაწვდომ მომსახურებას უზრუნველყოფს სხვადასხვა ლოკაციაზე.

MartEV აგრძელებს ქალაქში ელექტრო ინფრასტრუქტურის განვითარებას და სთავაზობს მომხმარებლებს გადაწყვეტილებებს, რომლებიც რეალურად ამარტივებს ელექტრო ტრანსპორტზე გადასვლას. სპეციალური შეთავაზება ლიცენზირებული ტაქსებისთვის ამ ხედვის ნაწილია - მხარდაჭერა მათთვის, ვინც ქალაქს ყოველდღიურად ამოძრავებს.

© 2024-2026 - EV News - All rights reserved.

Crafted @

© 2024-2026 - EV News - All rights reserved.

Crafted @

© 2024-2026 - EV News - All rights reserved.

Crafted @