
რამ გამოიწვია Porsche-ს აქციების მკვეთრად დაცემა?
Sep 26, 2025
Porsche-ის აქციები მკვეთრად დაეცა მას შემდეგ, რაც კომპანიამ განაცხადა, რომ ელექტრომობილების გამოშვება გადაიდება და მოგების პროგნოზიც მნიშვნელოვნად მცირდება.
გერმანული ლუქს-ბრენდის თქმით, გადაწყვეტილება მიღებულია საერთაშორისო გამოწვევების გამო.
აშშ-ის ტარიფები აძვირებს პროდუქციას
ჩინეთის ლუქს-სეგმენტი შემცირებულია
ევროპაში ეკონომიკური შენელება ამცირებს გაყიდვებს
ამ ფონზე, Porsche-მ 2025 წლისთვის მოგების მარჟის პროგნოზი 7%-დან მხოლოდ 2%-მდე შეამცირა.
კომპანიამ განაცხადა, რომ:
ახალი SUV-ების ხაზი, რომელიც თავდაპირველად მხოლოდ ელექტროდ უნდა გამოსულიყო, ბაზარზე გამოვა ბენზინისა და ჰიბრიდული ვერსიებით;
Panamera და Cayenne არაელექტრო ვერსიებითაც გაგრძელდება 2030-იან წლებში.
ამით Porsche პრაქტიკულად ანელებს ელექტრიფიკაციის გეგმებს და დროებით აძლიერებს შიდა წვის ძრავიან მოდელებს.
Porsche-ის ნაბიჯმა Volkswagen Group-ის აქციებზეც იმოქმედა, რომლებიც 7%-ზე მეტად დაეცა. VW-მ ასევე დაადასტურა, რომ Porsche-ის მოდელების განახლება მილიარდობით ევროს დაუჯდება და მის მოგებაზეც იმოქმედებს.
ევროპული ბრენდები მძიმე კონკურენციის წინაშე დგანან, რადგან ჩინური კომპანიები, როგორიცაა BYD და XPeng, ელექტრომობილებს მნიშვნელოვნად დაბალ ფასში სთავაზობენ მომხმარებლებს.