
Volkswagen-მა Rivian-ში ინვესტიცია $5.8 მლრდ-მდე გაზარდა
Nov 29, 2024
Volkswagen Group-მა ელექტრომობილების მწარმოებელ Rivian-ში ინვესტიცია 16%-ით გაზარდა. ინვესტიციის რაოდენობამ $5.8 მილიარდი შეადგინა. ორი კომპანია ერთობლივად მუშაობს ელექტრომობილების ინფრასტრუქტურისა და პროგრამული უზრუნველყოფის განვითარებაზე.
ივნისში ცნობილი გახდა, რომ VW Rivian-ში $5 მილიარდს აბანდებდა, რაც სტარტაპისთვის, რომელიც ზარალს განიცდის, მნიშვნელოვანი მხარდაჭერა იყო. შემცირებული მოთხოვნის პირობებში Rivian მუშაობს ახალ, უფრო კომპაქტურ და ხელმისაწვდომ ელექტრომობილზე, სახელწოდებით R2.
"ეს პარტნიორობა ჩვენს შესაძლებლობებს მნიშვნელოვნად გააფართოებს და კაპიტალს არა მხოლოდ R2-ის გამოშვებისთვის, არამედ ჯორჯიის შტატში ქარხნის განვითარების დასაფინანსებლად გამოვიყენებთ," – აღნიშნა Rivian-ის აღმასრულებელმა დირექტორმა არჯეი სკარინჯმა Reuters-თან ინტერვიუში.
ერთობლივი ინიციატივა, Rivian and VW Group Technology LLC, ორი კომპანიისთვის ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურისა და პროგრამული უზრუნველყოფის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად, რაც მათ კონკურენტუნარიანობას გააძლიერებს.