Tesla-ს გაყიდვები ჩინეთში 4.3%-ით შემცირდა: BYD-მა კი ახალი რეკორდი დაამყარა

Dec 5, 2024

ნოემბერში ჩინეთში Tesla-ს მიერ წარმოებული ელექტრომობილების გაყიდვები 4.3%-ით შემცირდა წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით. თუმცა, Model 3 და Model Y-ის გაყიდვები 15.5%-ით გაიზარდა წინა თვესთან შედარებით.

BYD-მა კი ნოემბერში ჩინეთში გაყიდვების ახალი რეკორდი დააფიქსირა.  გაყიდული ავტომობილების რაოდენობა 2.6-ჯერ მეტია წინა წლის ნოემბერთან შედარებით და 504,003 ერთეულს შეადგენს. 

კონკურენციის გასაძლიერებლად, Tesla-მ ჩინეთში წლის ბოლომდე გაახანგრძლივა კლიენტებისთვის წამახალისებელი შეთავაზებები: ფინანსური შეღავათები Model Y-ის სესხებზე და 0%-იანი სესხები Model 3 და Model Y ავტომობილებზე. BYD-ი კი სტრატეგიას ფასების შემცირების გზით აძლიერებს. 

ჩინეთში Tesla-ს ელექტრომობილების ბაზრის წილის შემცირება ადასტურებს, რომ კონკურენცია სერიოზული გამოწვევების წინაშე აყენებს ავტომწარმოებელს.


Solar Auto ქართულ ბაზარზე 2022 წლიდან ოპერირებს და წარმოადგენს ჩინური გიგანტი ბრენდის – BYD-ის (Build Your Dreams) პირველ ავტორიზებულ იმპორტიორს საქართველოში.

კომპანია ქართველ მომხმარებლებს სთავაზობს BYD-ის ახალი ავტომობილების სრულ ასორტიმენტს, ორიგინალ ნაწილებს და საგარანტიო სერვისს.

სრული სამოდელო რიგის გასაცნობად ეწვიეთ ვებგვერდს: www.solarauto.ge

© 2023-2025 - EV News - All rights reserved.

Crafted @

© 2023-2025 - EV News - All rights reserved.

Crafted @

© 2023-2025 - EV News - All rights reserved.

Crafted @