კვლევა: ელექტრომობილის შეკეთება უფრო იაფია, ვიდრე ბენზინის მანქანის

Jul 28, 2025

ბევრი ფიქრობს, რომ ელექტრომობილის შეკეთება ძვირი ჯდება, თუმცა კვლევამ აჩვენა - რეალურად, ეს ასე არ არის.

CDK Global-ის მიერ ჩატარებულმა ახალმა კვლევამ დაამტკიცა, რომ ელექტრომობილის მოვლა და შეკეთება მთლიანობაში უფრო იაფი ჯდება, ვიდრე შიდა წვის ძრავაზე მომუშავე ავტომობილის. თუმცა ერთ მთავარ პრობლემას მაინც აჩვენებს კვლევა - ელექტრომობილების მომსახურებას მეტი დრო სჭირდება.

ძირითადი მიგნებები:

  • ელექტრომობილის მოვლა იაფია, ვიდრე ბენზინის მანქანის

  • მომხმარებელთა უმრავლესობა თავიდან ფიქრობდა, რომ EV-ების სერვისი ძვირი იქნებოდა

  • Tesla-ს მფლობელებს მანქანის უკან დასაბრუნებლად საშუალოდ 23%-ით მეტი დრო სჭირდებოდათ

  • სხვა EV-ებისთვის მომსახურების დრო 34%-ით მეტია

  • EV მფლობელების მხოლოდ 13%-ს მოუწია მომსახურებისთვის თანხის გადახდა

CDK Global-ის „ელექტრომობილის მფლობელობის კვლევა“, რომელიც 2024 წლის დეკემბრიდან 2025 წლის იანვრამდე პერიოდში ჩატარდა, მოულოდნელ მონაცემებს გვაწვდის: EV-ის მფლობელების მნიშვნელოვანი ნაწილი თავდაპირველად ფიქრობდა, რომ ელექტრომობილის სერვისი ძვირი დაჯდებოდა. თუმცა რამდენიმე სერვისული ვიზიტის შემდეგ 53%-მა აღიარა, რომ მათი მოვლა უფრო იაფი ჯდებოდა, ვიდრე ბენზინის მანქანის.

ერთადერთი მინუსი: მომსახურების დრო იზრდება

კვლევის მიხედვით, ელექტრომობილების სერვისზე გატარებული დრო საგრძნობლად გაიზარდა. 2023 წელს EV-ების 40% იმავე დღესვე ბრუნდებოდა სერვისიდან, მაშინ როცა 2024 წელს ეს მაჩვენებელი მხოლოდ 28%-ს შეადგენდა. მეორე დღეს დაბრუნებული მანქანების რაოდენობა გაიზარდა 21%-დან 29%-მდე. ორ დღეში შეკეთებულების წილი თითქმის არ შეცვლილა - 22%-დან 21%-მდე. სამდღიანი ლოდინის მაჩვენებელი 9%-დან 14%-მდე გაიზარდა, ხოლო ოთხ დღეზე ან მეტზე ლოდინი დარჩა დაახლოებით უცვლელად - 4%-დან 2%-მდე მერყეობს.

შეჯამება: EV შედარებით იაფია, მაგრამ საჭიროა უკეთესი ინფრასტრუქტურა

2024 წელს ელექტრომობილის მფლობელთა 85%-ს მაინც დასჭირდა ვიზიტი სერვისში, თუმცა მხოლოდ 13%-მა გადაიხადა თანხა მომსახურებისთვის, 16%-ის შემთხვევაში კი საქმე ეხებოდა რექოლს.

თუმცა EV-ების გაყიდვების ზრდასთან ერთად ტრადიციულ ავტომწარმოებლებს მოუწევთ, სერიოზულად გადახედონ თავიანთ მომსახურების სისტემებს. Tesla-ს ამ კუთხით უპირატესობა აქვს - მას საკუთარი სერვის ცენტრები აქვს მხოლოდ Tesla-სთვის, ხოლო სხვა დილერებში ტექნიკოსები ჯერ კიდევ ცდილობენ გაზისა და ელექტროძრავის ერთდროულად მომსახურების სწავლებას.

© 2023-2025 - EV News - All rights reserved.

Crafted @

© 2023-2025 - EV News - All rights reserved.

Crafted @

© 2023-2025 - EV News - All rights reserved.

Crafted @