
Mar 18, 2025
5 აპრილს, საქართველოში პირველად გაიმართება EV Exposition – ელექტრომობილების გამოფენა, სადაც კომპანია Solar Auto ექსკლუზიურად წარადგენს BYD-ის მოდელებს. თემაზე ვესაუბრეთ Solar Auto-ს მარკეტინგის დირექტორს (CMO) – ნუცა ლომსაძეს, რომელმაც კომპანიის შექმნის დღიდან მის ბრენდინგზე იმუშავა.
– ნუცა, გვიამბეთ BYD-ისა და თქვენი წარმომადგენლობის შესახებ.
– BYD არის მსოფლიო მასშტაბის გიგანტი, რომელიც ბოლო წლებში ელექტრომობილების წამყვან მწარმოებლად იქცა. თავდაპირველად, 2000-იანი წლებიდან მისი მთავარი პროფილი ბატარეების წარმოება იყო. 2010 წლიდან, ამერიკელი ინვესტორის Warren Buffett-ის ინვესტიციის შემდეგ, BYD-მა დაიწყო სწრაფი ზრდა და 2019 წლისთვის გახდა ჩინეთის #1 მწარმოებელი. 2023 წლისთვის კი ელექტრომობილების გაყიდვებში TESLA-ს გადაასწრო.
BYD-ის წარმატების საიდუმლო რამდენიმე ფაქტორზეა დაფუძნებული – კონკურენტული ფასი, მაღალი ხარისხი, თანამედროვე ტექნოლოგიები და გამორჩეული დიზაინი. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ ბრენდის დიზაინზე მუშაობს ცნობილი გერმანელი დიზაინერი, Wolfgang Egger – Porsche-სა და Audi-ს ყოფილი მთავარი დიზაინერი.
Solar Auto დიდ ძალისხმევას ახმარდა BYD-ის საქართველოში ჩამოყვანას. ჩვენ ვართ მეორე რანგის დილერი – ეს ნიშნავს, რომ უშუალოდ ბრენდისგან ვიღებთ უახლეს მოდელებს შენჟენის ქარხნიდან, გვაქვს ორიგინალი ნაწილების მარაგი და ჩვენი გუნდის თანამშრომლები ყოველწლიურად გადიან გადამზადებას.
Solar Auto იყო პირველი, რომელმაც:
✔️ სრულად წარმოადგინა BYD-ის სამოდელო ხაზი;
✔️ დანერგა ელექტრომობილების სრული სერვისი ორიგინალი ნაწილებით;
✔️ უზრუნველყო მომხმარებლებისთვის სრულფასოვანი საგარანტიო მომსახურება;
✔️ შექმნა ელექტრომობილის სრულად დაზღვევის პაკეტი ხელმისაწვდომ ფასად.


– როგორ შეიქმნა Solar Auto-ს ბრენდი და როგორ მოხდა მისი განვითარება?
– Solar Auto-ს კონცეფციაზე მუშაობა 2022 წლიდან დავიწყეთ, ხოლო ბრენდის ჩამოყალიბება 2023 წელს მოხდა. ჩვენი მთავარი მიზანი იყო ეკოსისტემის შეცვლა ელექტროფიკაციის გზით. სწორედ ეს გახდა ჩვენი მთავარი მამოტივირებელი ფრაზა: „Solar Auto მიზნად ისახავს გარემოს შეცვლას თითოეული ოჯახისთვის ელექტრომობილების საშუალებით!“
ამასთან, ჩვენი ძირითადი სლოგანი არის: NOW. HAPPENING. – ახლა. ხდება!


ჩვენი მიზანია, საქართველოში ინოვაციების დანერგვა, რაც მოიცავს მოწინავე ტექნოლოგიების მქონე ელექტრომობილების ბაზარზე შემოტანას. სწორედ ამ იდეას ემსახურება BYD და მისი ქვებრენდები: Denza, YuangWang და Leopard.
– Solar Auto-მ პირველად წარმოადგინა BYD-ის ბრენდი საქართველოში?
– დიახ! 2023 წელს გავმართეთ კამპანია „BYD უკვე საქართველოშია!“, რომელიც ერთ წელზე მეტხანს გაგრძელდა. ყოველი ახალი მოდელი ამ სლოგანით წარმოვადგინეთ და ბაზარზე დიდი ინტერესი გავაჩინეთ.

კამპანიის შედეგი საოცრად მასშტაბური იყო – ვხედავდით, როგორ სწრაფად აუწყო ფეხი ბაზარმა ამ სიახლეს. ჩვენს წარმატებულ კამპანიას სხვა კომპანიებიც ეხმიანებოდნენ, რაც კიდევ უფრო აძლიერებს ბაზარზე ელექტრომობილების ტრენდს.
– როგორც ვიცით, Solar Auto ელექტრომობილების გარდა, სწრაფი დამტენების სადგურებსაც აწყობს.
– დიახ, ჩვენ შევქმენით Solar Station – 100%-ით ქართული მობილური აპლიკაცია, რომელიც მომხმარებელს უმარტივებს ელექტრომობილით გადაადგილებას.
2024 წლიდან აქტიურად დავიწყეთ სწრაფი დამტენების ქსელის განვითარება.
აპლიკაციის საშუალებით მომხმარებლებს შეუძლიათ:
⚡ მოიძიონ უახლოესი სწრაფი დამტენი;
⚡ მიიღონ რეალურ დროში ინფორმაცია;
⚡ 20 წუთში დამუხტონ თავიანთი ელექტრომობილი ყოველგვარი შეფერხების გარეშე.

– 5 აპრილს რას უნდა ველოდოთ Solar Auto-სგან?
– მოხარულები ვართ, რომ მონაწილეობას ვიღებთ EV Exposition-ზე და ექსკლუზიურად წარმოვადგენთ BYD-ის უახლეს მოდელებს. მომხმარებლებს შესაძლებლობა ექნებათ იხილონ ინოვაციური დიზაინი, მაღალტექნოლოგიური გადაწყვეტილებები და ეკომეგობრული ტრანსპორტი.
ასევე, წარმოვადგენთ Solar Station-ის დამტენებს, რომლებიც მომხმარებელს საშუალებას აძლევს, ელექტრომობილები კომფორტულად და სწრაფად დამუხტოს.
და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია: 5 აპრილს, EV Exposition-ზე სრულიად ახალი ბრენდის პრეზენტაცია შედგება!
